fbpx
გააზიარე სტატია

ნოემბრის Shopping რეკომენდაციები Hammock-ისგან

ცივი ამინდი არ ნიშნავს იმას, რომ ხელი ჩაიქნიოთ ექსპერიმენტებზე. ალბათ ყველამ იცის, რომ წელიწადის ეს პერიოდი, ნოემბრიდან დეკემბრის ბოლომდე, ყველაზე შესაფერისია გარდერობის გასაახლებლად. იხელმძღვანელეთ პრინციპით – “რატომაც არა?” და გამოიყენეთ ეს დრო, რადგან ზამთარი ახლოვდება. 

არ იცით, საიდან დაიწყოთ? Hammock გთავაზობთ ნოემბრის shopping რეკომენდაციებს, რომელიც შემოდგომის დასასრულს განსაკუთრებით ტრენდულია


Ashley Williams

 ეშლი ვილიამსი ცნობილია, როგორც “cool kids” დიზაინერი. მახვილგონივრული ლოზუნგები და თამამი გრაფიკა ბრენდის განუყოფელი ნაწილია. ბრიტანელი დიზაინერის საშემოდგომო კოლექცია ხელმისაწვდომია ონლაინ  ვებგვერდზე  და კონცეპტუალურ მაღაზია Chaos-ში. 

Supreme x Lacoste

 2019 წლის შემოდგომისთვის Supreme-სა და Lacoste-ს ერთობლივი კოლექცია ჩოგბურთის ელემენტებითაა შთაგონებული. კოლექციის შეძენას შეძლებთ საიტზე.  

OFF-White

 OFF-white-ის ახალი რეინტერპრეტაციაა სტილისა, რომელსაც იცნობ და გიყვარს.

Vetements x Reebok

ფრანგული VETEMENT-ისა და ინგლისური REBOOK-ის ერთობლივი პროექტი ერთგვარი დამაკავშირებელია წარსულსა და მომავალს შორის, აღნიშნავენ კრიტიკოსები. კოლექციის შეძენა შეგიძლიათ ssense.com-ზე. 

Givenchy

 Givenchy-ს ლიმიტირებული გამოშვება – სპეციალური კაპსულის კოლექცია, რომელიც ამერიკული სტუდენტური ცხოვრების სტილის შთაგონებითაა შექმნილი. ჯერჯერობით პროდუქცია ხელმისაწვდომია Givenchy-ის ამერიკულ ონლაინ  ვებგვერდზე 

By Far 

თუ ამ სეზონზე ჩანთის ფერის არჩევაზე მიდგა საქმე, ჯობს ის ნათელი ფერისა იყოს. 90-იანი სტილით შთაგონებული მინიჩანთა განსაკუთრებულია მისი სამკუთხა სილუეტითა და მინიმალისტური დიზაინით. მისი შეძენა შეგიძლიათ ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე – byfar.com

Adidas x Star Wars

გერმანული ბრენდის,  Adidas-ისა და Lucasfilm-ის თანამშრომლობით 1-ლ ნოემბერს ახალი კაპსულის კოლექცია გამოვიდა, რომელიც ფილმ Star Wars-ის შთაგონებით შეიქმნა. კოლექციის შეძენა შეგიძლიათ ბრენდის ოფიციალურ  ვებგვერდზე. გარდა ამისა, გირჩევთ თვალი ადევნოთ Adidas-ის სიახლეებს, რადგან ის მალე მაღალი მოდის სახლთან, Prada-სთან იწყებს თანამშრომლობას. 

Martine Rose

წვიმიანი დღეებისთვის საუკეთესო გამოსავალი – ლონდონში მცხოვრები დიზაინერის, Martine Rose-ს საშუალო სიგრძის ქურთუკის შეძენას შეძლებთ საიტზე

 

SWE-S X GANNI

 GANNI-ის პრინტიანი ექსკლუზიური წინდები Shwedish Stockings-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ეკომეგობრული პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

Le Chic Radical 

ქართული აქსესუარების ბრენდის, Le Chic Radical-ის ახალ კოლექციაში 2019 წლის ტრენდული თმის აქსესუარი ლაიმისფერი Scrunchie-იც შეგხვდებათ. აქსესუარის შეძენა შეგიძლიათ ელექტრონული მაღაზიის, More Is Love-ის ვებგვერდზე. 

Gucci 

Gucci-ს ახალი უგენდერო საათი, რომელიც სკეიტბორდინგის სულისკვეთებით არის შთაგონებული, ალესანდრო მიშელის დიზაინითაა შექმნილი. პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.