fbpx
გააზიარე სტატია

ოქტომბრის shopping რეკომენდაციები Hammock-ისგან

COMME des GARÇONS PLAY x Converse | £110.00

COMME des GARÇONS PLAY და Converse კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარი. ამ ჯერად Converse-ის კლასიკურ კედზე გათამაშებულია COMME des GARÇONS PLAY-ის საკულტო ლოგო.

გამოსვლის თარიღი: 21 სექტემბერი

 

GENTLE MONSTER x ALEXANDER WANG CEO | $ 295.00

დიზაინერ Alexander Wang-ის და სათვალეების ბრენდის, Gentle Monster-ის კოლაბორაცია. დახვეწილი ფუტურისტული ფორმის სათვალე სამ ფერშია წარმოდგენილი. Wang-ის 2018 წლის საშემოდგომო კოლექცია ეძღვნება ფემინურობას კორპორაციულ გარემოში. სწორედ ამ ხაზის გაგრძელებაა სათვალე და ამაზე მისი სახელწოდებაც – CEO მიუთითებს.

 

Sandro t-shirt | $100.00

ფრანგული ბრენდის, Sandro-ს მაისური გრაფიკული წარწერით Disorder.

 

Tang Tang Rebel T-Shirt (White) | £70.00

მაისური წარწერით REBEL REBEL, დევიდ ბოუის ცნობილ სიმღერას მოგვაგონებს.

 

Nine One Seven Army T-Shirt (Grey) | £40.00 

917-ის მაისური გრაფიკული წარწერით HERO. 917 სკეიტერის და ხელოვანის, ალექს ოლსენის მიერ დაფუძნებული ბრენდია.

 

BURBERRY | $490

ქუდი კრისტოფერ ბეილის ბარბერისთვის შექმნილი ბოლო კოლექციის ნაწილი იყო. ქუდის დიზაინში ინტეგრირებულია ბარბერის საკულტო ტექსტილი 1983 წლიდან.

 

SAINT LAURENT | £202

რეტრო სტილის სათვალეები Saint Laurent-ისგან. სათვალეები დამზადებულია მეტალისგან.

 

Arket Heavy Canvas Tote | £35

Arket, H&M-ის ჯგუფის ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მინიმალისტურ მამაკაცის და ქალის სამოსს და აქსესუარებს გვთავაზობს.

 

Ambush Key Charm Earring (Silver) | $345 USD

ტოკიოში დაფუძნებული ბრენდი Ambush თანამშრომლობს ისეთ სახელებთან, როგორებიცაა Louis Vuitton, Sacai, Undercover and Off-White. გასაღების ფორმის საყურე მათი კოლექციის ნაწილია. გასაღებზე არის წარწერა “Do Not Disturb”.

 

Ashley Williams Hair Clips |£60.00

 

ახალგაზრდა ბრიტანელ დიზაინერს, Ashley Williams-ს საკულტო მიმდევრები ჰყავს. წარმოგიდგენთ მის თმის სამაგრებს სხვადასხვა წარწერით.

 

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.