fbpx
გააზიარე სტატია

“ჰარმონია შინ და გარეთ” – თანამედროვე ურბანულ მოთხოვნებზე მორგებული საცხოვრებელი უბანი “სიმეტრია პარკი”

თუ თქვენთვის რთული წარმოსადგენი იყო, სად შეიძლებოდა გაჰქცეოდით თბილისის ურბანულ პრობლემებს და ყოველდღიურად მრავალსართულიანი კორპუსის ხედის ნაცვლად, სიმწვანე და სუფთა ჰაერი დაგხვედროდათ, სულ მალე ეს კომპანია “სიმეტრიასთან” ერთად რეალური გახდება. “სიმეტრია პარკი” – ეს არის პროექტი, რომელიც  არა მხოლოდ ოქროყანაში განთავსებულ საცხოვრებელ კომპლექსს გვთავაზობს – 39 აპარტამენტითა და 31 სახლით, არამედ აქ მობინადრეთათვის გათვალისწინებულია დამატებითი ინფრასტრუქტურა და სერვისები, რაც ჯანსაღი ცხოვრების, მშვიდი და უსაფრთხო გარემოს გარანტია.

ქალაქი ეს არის სოციალური ორგანიზმი, რომელიც მუდმივად ვითარდება. დღეს მსოფლიოს ქალაქების დიდი ნაწილი უფრო და უფრო ფართოვდება და მკვეთრად ურბანიზებული ხდება. ვხვდებით ისეთ სურათებს, რომლებშიც ძველი ნაგებობების გვერდით დგანან ახალი, მოდერნული შუშის ცათამბჯენები, იცვლება საჯარო სივრცის მოწყობის და გამოყენების სპეციფიკაც. თბილისი დღესდღეობით საკმაოდ კონცენტრირებულ ქალაქად გვევლინება, სადაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს. თბილისის მოსახლეობის უფრო და უფრო ზრდა აჩენს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა მუდმივი საცობები, მანქანებით გადაჭედილი ტროტუარები, მოუწესრიგებელი სატრანსპორტო სისტემა, დაბინძურებული ჰაერი, ქაოსური განაშენიანება, რაც საბოლოო ჯამში ერთმანეთს აშორებს და აქრობს ადამიანებისა და საჯარო სივრცის, ქალაქის გაზიარების იდეას.

2006 წელს შექმნილი საინვესტიციო ჯგუფ „კაპიტოლის“ წევრი, უძრავი ქონების განვითარების კომპანია “ სიმეტრია” ახალ პროექტს სთავაზობს მათ, ვისაც სურს გათავისუფლდეს ქალაქის სტრესული ცხოვრების წესისგან და იცხოვროს შედარებით მშვიდ გარემოში. “სიმეტრია” მუშაობს როგორც საცხოვრებელი კომპლექსების, ისე სასტუმროების, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრების მიმართულებით. კომპანიის დიდხნიანი ფიქრისა და კვლევების საფუძველზე შეიქმნა პროექტი “სიმეტრია პარკი”, რომელიც ერთ-ერთი ალტერნატივაა ქალაქის პრობლემების გადაჭრის კუთხით. პროექტი ითვალისწინებს რა თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს, გვთავაზობს კონცეფციას, რომელიც “შინ და გარეთ ჰარმონიის” იდეას ეფუძნება. ამ იდეის მიხედვით მოდერნულ ურბანულ მოთხოვნებზე მორგებული საცხოვრებელი უბანი გულისხმობს კომპლექსს, რომლის ინტერიერიც და ექსტერიერიც, შიდა და გარე სივრცეები თანაბრად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, პროექტი “სიმეტრია პარკი” თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარედ, რომელიც ადამიანზე ორიენტირებული უბანია, მხედველობაში იღებს მცხოვრებლებისა და გარემოს ინტერაქციას, სოციალიზაციის იდეას. 


კომპანიისთვის პროექტის ყველაზე პრინციპული ნაწილი იყო ადგილმდებარეობის სწორად არჩევა, რადგან “სიმეტრია პარკი” არ გამხდარიყო მორიგი სააგარაკე დასახლება. ოქროყანა კი არის ისეთი ტერიტორია, რომელიც, როგორც ყოველდღიური საცხოვრებელი უბანი და ქალაქის ნაწილი, მოშორებულია მისი გადატვირთული, ხმაურიანი ცხოვრების წესისგან. გარდა ამისა, ქალაქის ეს არეალი ახლოს არის თბილისის ყველაზე დიდ პარკთან და ყველაზე გამორჩეულ რეკრეაციულ ზონასთან, რაც უფრო მყუდრო და ჯანსაღ გარემოს ქმნის. “სიმეტრია პარკი” არის ერთგვარი ცხოვრების წესი და იდეა, რომელიც შესაძლებლობაა გაექცე ქალაქის ყოველდღიურ რუტინას, დაბინძურებულ გარემოს, მისი ცხოვრების სწრაფ ტემპს და იცხოვრო შედარებით მშვიდ გარემოში, სადაც ფოკუსირდები საკუთარ თავზე, ახალ იდეებზე.  ქალაქის გულიდან 8 წუთის სავალზე, სტრესული სიტუაციისგან შორს აღმოაჩენთ საცხოვრებელ კომპლექსს, სადაც მნიშვნელოვანია თანაცხოვრების, საერთო საჯარო სივრცის ღირებულებები. 20 000 კვ/მ ფართობზე განთავსებულ საცხოვრებლად დაბალანსებულ გარემოში იქმნება უსაფრთხო და სასიამოვნო ატმოსფერო. სპორტული დარბაზი, სპა, მრავალფუნქციური საბავშვო მოედანი, ველობილიკი, სკვერი, საფეხმავლო ბილიკები, საერთო სამუშაო, რეკრეაციული თუ კომერციული სივრცეები – ეს ყველაფერი ერთად წარმოაჩენს “სიმეტრია პარკის” მთავარ უპირატესობას, რომელშიც ყველა დეტალზე არის ნაფიქრი. 

 

პროექტი “სიმეტრია პარკი” პასუხი და ერთგვარი რეაქციაა იმაზე, თუ რა მოხდებოდა მაშინ, ადამიანებს რომ ჰქონოდათ სივრცე, რომელშიც გარე გამაღიზიანებელი ფაქტორების გამო ხელი არ შეეშლებოდათ ჰარმონიულ ცხოვრებაში. ბუნებასთან სიახლოვე, მეგობრული სამეზობლო და ჯანსაღი სივრცეები საერთო ჯამში ავსებს თანამედროვე ადამიანის ურთიერთობების, მოთხოვნათა დანაკლისს. კომპანია “სიმეტრიამ” კი მსოფლიო ქალაქების გამოცდილების გათვალისწინებით, შექმნა ისეთი პროექტი, რომელშიც ნათლად ჩანს იმ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის გზები, რომლის წინაშეც დღეს თბილისი დგას.

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.