fbpx
გააზიარე სტატია

SLEEPERS POETS SCIENTISTS

ქართულმა დამოუკიდებელმა ლეიბლმა CES Records-მა პირველი ფირფიტა სახელწოდებით SLEEPERS POETS SCIENTISTS გამოუშვა. ლეიბლი მედია სკოლის, CES (CREATIVE EDUCATIONAL STUDIO)-ის დამფუძნებელმა ნათია სართანიამ დააარსა და მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქართველი პროდიუსერების და მათი მუსიკის პოპულარიზაციას.

CES Records-ის პირველი ფირფიტა SLEEPERS POETS SCIENTISTS 9 ქართველი ქალი პროდიუსერის მუსიკას აერთიანებს. თითოეული მათგანის მუსიკა განსხვავდება და არ შემოიფარგლება ერთი ჟანრით.

ფირფიტის სახელის ინსპირაცია – SLEEPERS POETS SCIENTISTS – ანუშკა ჩხეიძის ტრეკი sleepers walkers scientists გახდა.

კრებულის წევრები არიან: ანი ზაქარეიშვილი, ნატალია ბერიძე, ეთო გელაშვილი, ანუშკა ჩხეიძე, sTia, ნაზი ჭავჭავაძე, თამთა გვარლიანი, ქეთი ერისთავი და დეა ბეჟუაშვილი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ახალი ვიდეო კლიპი, რომელიც კრებულში შესული ეთო გელაშვილის კომპოზიციისთვის – RIVERS – ელექტრონული მუსიკის ქართველმა პიონერმა ნიკა მაჩაიძემ გადაიღო.

კრებულის მოსმენა და შეძენა შეგიძლიათ 16 იანვრიდან ციფრულ პლატფორმაზე: Itunes, Spotify, Discodogs, Bandcamp ა.შ.

მეტი CES Records-ზე:

CES Records

Instagram: cesrecordstbilisi

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე

 


რეკომენდებული სტატიები
Hear Her | Newa

Hear Her | Newa

Hear Her | Newa
ინტერვიუ 2017 წლის პირველ ქალ ელექტრონავტთან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.