fbpx
გააზიარე სტატია

სლიმ აარონსის ბოჰემური ცხოვრების ფოტოგრაფია

ამერიკელი ფოტოგრაფის კარიერული ტრიუმფი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული კადრების გადაღების ბოლოს ფოტომიმართულება შეიცვალა. სლიმი თვრამეტი წლიდან ამერიკის სამხედრო არმიის ფოტოჟურნალისტი იყო. ომის მძიმე რეაოლბამ ფოტოხელოვანს რადიკალური ცვლილებისაკენ უბიძგა, მან თქვა: “მას შემდეგ, რაც საკონცენტრაციო ბანაკს ნახავ, აღარაფერი ცუდის ნახვა აღარ გსურს”.

სლიმ აარონსი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ამიერიდან ის მხოლოდ საუკეთესო ცხოვრების კადრებს აღბეჭდავდა, თუმცა ის, რაც მან შემდეგ შექმნა, ყველა ჩვენგანის ყველაზე თამამ ფანტაზიასაც აჭარბებს.

სლიმის ახალი მიზანი მაღალ საზოგადოებასთან დაახლოება და მათი მდიდრული ცხოვრების გადაღება იყო. ვარსკვლავების პირადი ცხოვრების გადაღება არცთუ მარტივი დავალებაა, რადგან ისინი ხშირად გაურბიან ზედმეტ ყურადღებას,  თუმცა ამერიკელი ესთეტი საკუთარი გადამდები მხიარულებით, კრეატიულობითა და ქარიზმით ყველას ხიბლავდა და მათგან ნდობას იმსახურებდა, შემდეგ კი კადრებში მათი ხასიათის უცნობ მხარეებს გამოავლენდა.

ომგამოვლილი ხალხისთვის მდიდრული ცხოვრების ფოტოები, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სულაც არ იყო გამაღიზიანებელი, პირიქით, ისინი საკუთარ ოცნებებს არონსის შემოქმედებაში აცოცხლებდნენ.

სლიმი საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა, ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ყველაზე გლამურული და უზრუნველი ცხოვრების ფოტოებს გადაიღებდა. სულ მალე არონსმა მთელი ელიტა გაიცნო და მის ნაწილად იქცა.

ზღაპრული ესთეტიკის მეფის პირველი ყველაზე გახმაურებული ფოტო 1957 წელს გადაღებული “Kings of Hollywood”-ია.  ფოტო ახალი წლის დამდეგსაა გადაღებული და მასზე ვან ჰეფლინი, ჯეიმს სტუარტი, გერი კუპერი და კლარკ გაბლი არიან გამოსახულები. მოგვიანებით გადაღებული “Poolside Gossip” კი დღეს სლიმის საკულტო ნამუშევრად ითვლება.  ფოტო 1970 წელს კალიფორნიაში, არქიტექტორ რიჩარდ ნეუტრას სახლშია გადაღებული.

ფოტოგენიის ნამუშევრები არქიტექტურას, ლანშაფტის დიზაინსა და პორტრეტებს აერთიანებენ. საოცარია, რომ ამერიკელი ფოტოგრაფის ჯადოსნურმა ლინზამ საკუთარი ესთეტიკა ჩამოაყალიბა, რომლის მიხედვითაც დღესაც არაერთი წვეულება ეწყობა.

კინოვასრკვლავების, ინდუსტრიის კაპიტნების, არისტოკრატებისა და ოლიგარქების იდეალურად კონსტრუირებული ფოტოსერიები ფილმების კადრებს გავს, სადაც თითოეულ პერსონაჟსა თუ დეკორაციას უნიკალური დატვირთვა აქვს.

სლიმ აარონსის ფოტოგრაფია პარადოქსად დარჩა – ეს იყო ცვლილებისკენ სწრაფვა და თავხედური სილაღე ომისშემდგომ დეპრესიაში. ობიექტივით შექმნილი ლამაზი ცხოვრების პაუზა და მასობრივი ოცნების ასრულება.

 

ავტორი: ნუცა ჩუბინიძე


რეკომენდებული სტატიები
უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის დასაწყისი

უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის დასაწყისი

უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის დასაწყისი
„მე მინდა გადავიღო ფოტო, რომელიც დამოუკიდებლად იარსებებს, იმის მიუხედავად, რა არის გამოსახული მასზე. გადაღების პროცესში არასდროს ვფიქრობ, რას ვუღებ ფოტოს, ბლუზის მუსიკოსს თუ უბრალოდ ქუჩის კუთხეს“
Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში

Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში

Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში
გი ბურდენი ფრანგი ფოტოგრაფია, რომელმაც პირველმა შექმნა მოდის ფოტოგრაფიაში შინაარსობრივი ნამუშევრები. მისი ფოტოების გმირები სექსუალურები, ბუნებრივები და ხშირ შემთხვევაში დრამატულები არიან
იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია

იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია

იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია
პერსონალური ფოტოგრაფია, რომელშიც დოკუმენტური სინამდვილისა და ფალსიფიკაციის ურთიერთმონაცვლეობაა ასახული, თანამედროვე იაპონურ ფოტოგრაფიას ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს
ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია
ვივიან საზენი – ფოტოგრაფი, რომელმაც კომერციული ფოტოგრაფია ხელოვნების ნიმუშებად აქცია და ფოტო–წიგნებში გააერთიანა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.