fbpx
გააზიარე სტატია

Soirée d’été à Capri

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჟურნალი Hammock ონლაინ მაღაზია Buyer-სთან თანამშრომლობას იწყებს.  ჩვენი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დაწყებული მოგზაურობა – Disparu sur la Côte d’Azur, რომელიც  ბრენდ Muzarad-თან და დიზაინერ სოფო გონგლიაშვილთან ერთად ფრანგული რივიერის შთაგონებით გადავიღეთ, ამჯერად იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კუნძულ კაპრიზე გრძელდება.  Buyers-თან თანამშრომლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ ფოტოსესიას – Soirée d’été à Capri , რომელიც სწორედ იტალიური კუნძულის შთაგონებით შეიქმნა. ამასთანავე წარმოგიდგენთ  Buyers-ის მიერ შემოთავაზებულ ბრენდებს, რომლებიც თქვენს საზაფხულო მოგზაურობას ესთეტიკურად გამორჩეულს და დასამახსოვრებელს გახდის.

Buyers-ის ზოლიანი საცურაო კოსტიუმი 

წითელი და თეთრი ზოლებით გაწყობილი ულამაზესი საცურაო კოსტიუმი ყოველთვის მოდური, სექსუალური და ამავდროულად ელეგანტური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც სურს, რომ  მზიან სანაპიროზე განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩეოდეს.

Solid & Striped-ის ცისფერი საცურაო კოსტიუმი 

ღია ცისფერი საცურაო კოსტიუმი წითელი ბანტის ფორმის შესაკრავით სახელწოდებით – The Michelle Tie Sky კლასიკური, ელეგანტური და ამავდროულად თანამედროვე ტენდენციების მიმდევარი ქალისთვის საუკეთესო არჩევანია.  ნაზ თეთრ ფერში გარდამავალი საცურაო კოსტიუმი შოკოლადისფერი რუჯის მოყვარული ნებისმიერი ქალისთვის იდეალური არჩევანი იქნება.

Solid & Striped-ის წითელი საცურაო კოსტიუმი

ორიგინალური  წითელი ფერის მკლავიანი საცურაო კოსტიუმი მათთვისაა, ვისაც სურს, რომ ზღვის სანაპიროზე ყველასგან გამორჩეულად და ამავდროულად ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდეს. თეთრი ფერის ელვა შესაკრავი საცურაო კოსტიუმს კიდევ უფრო მიმზიდველსა და  სექსუალურს, თქვენთვის კი კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის.

R.T.CO-ს ყავისფერი ოთხკუთხედი ფორმის სათვალე

თუკი რუჯს და  წითელი ფერის სექსუალურ საცურაო კოსტიუმს  R.T.CO-ს ყავისფერ, 100%-ით ბუნებრივი მასალისგან შექმნილ Gazza-ს სათვალესაც შეუხამებთ, თქვენი ლუქი ზღვის სანაპიროზე ყველასგან გამორჩეული და მიმზიდველი იქნება.

ყვითელი საცურაო კოსტიუმი

გაითვალისწინეთ, რომ ის, რაც ოქროსფერ რუჯს  და მზიან სანაპიროს ყველაზე მეტად მოუხდება, სწორედ ელეგანტური და დახვეწილი ყვითელი ფერის  საცურაო კოსტიუმია.

R.T.CO-ს ოვალური ფორმის სათვალე

ბრენდი, რომელიც იტალიური მასალისგან და ხუთი სხვადასხვა კატეგორიის ლინზებისგან შექმნილ სათვალის ფართო არჩევანს გვთავაზობს, გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონისთვის იდეალური გადაწყვეტილებაა. ოვალური ფორმის ფერადი ლინზებისა და ჩარჩოებისგან შექმნილი სათვალე  – Gull Marfa თქვენს ინდივიდუალიზმს კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს.

Solid & Striped-ის ვარდისფერი საცურაო კოსტიუმი – The Violet 

მას, ვისაც პასტელური ვარდისფერი და კლასიკური მაღალწელიანი ბიკინი იზიდავს, ბაიერსის შოურუმში წარმოდგენილი The Violet ყველაზე ტრენდული და ელეგანტური გადაწყვეტილებაა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.