fbpx
გააზიარე სტატია

Tullamore D.E.W – წმინდა პატრიკის დღესასწაული

წმინდა პატრიკის დღესასწაულს ირლანდიელებისთვის საკრალურ-ნაციონალური დატვირთვა აქვს. 17 მარტი, ანუ წმინდა პატრიკის გარდაცვალების დღე აქ ოფიციალურად უქმედაა გამოცხადებული და საყოველთაო ზეიმია. ამ დღეს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ირლანდიელებიც ენთუზიაზმით აღნიშნავენ. რიტუალი დილას ეკლესიაში იწყება და შემდეგ ქუჩებში გადაინაცვლებს. ამ დღის სიმბოლო სამყურა ყვავილია, დრესკოდი – მწვანე ფერი (ჩაიცვით, რაც გნებავთ, მთავარია – მწვანე იყოს), ხოლო სასმელი – ირლანდიური ვისკი!

მოკლედ ამ დღის მნიშვნელობის შესახებ:

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა პატრიკი კათოლიკური ეკლესიის წმინდანია, ეს დღე სახალხო დღესასწაულად ირლანდიაში იქცა. მღვდლისა და დიაკვნების ოჯახში დაბადებული წმ. პატრიკი 16 წლის ასაკში გაიტაცეს და როგორც ცნობები იუწყება, 6 წელი მონობაში გაატარა. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მე-5 საუკუნეში ქრისტიანობა იქადაგა.

წმინდა პატრიკის დღესასწაულს მეოცე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული ფესტივალის სახე აქვს და შესაბამისად, ტურისტებისთვისაც საინტერესო და მიმზიდველი ადგილია.

ვისკის მოყვარულებს საქართველოში ძალიან გაუხარდებათ, რადგან ამ დღის ზეიმს თბილისიდანაც შეუერთდნენ. წელს, ტრადიციულად 17 მარტს, მწვანედ შემოსილი ირლანდიური კულტურის თაყვანისმცემლები Partizan Barber Shop-ში (გ. ახვლედიანის #17) შეიკრიბებიან და Tullamaore D.E.W.-სთან ერთად გაიზიარებენ ირლანდიელების დღესასწაულს.

რატომ Tullamore D.E.W.

ირლანდია გამოკვეთილი ინდივიდუალურობის სამშობლოა, ეს ის ადგილია, სადაც თავისუფლების მოყვარული ირლანდიელი ჯენტლმენები შეხვედრებზე საინტერესო ამბებს ჰყვებიან და მუდამ ახალი თავგადასავლების ძიებაში არიან.
სწორედ ასეთი გამოკვეთილი ინდივიდუალურობის ვისკია დენიელ უილიამსის მიერ შექმნილი Tullamore D.E.W., რომელიც ირლანდიური ვისკის მეორე ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში.

იმისათვის, რომ ირლანდიური ხასიათი ასევე მძაფრად, ბოლომდე შეიგრძნოთ, ეს დღე აუცილებლად Tullamore D.E.W.-თი უნდა აღნიშნოთ. Tullamore D.E.W. ვისკის იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელშიც თითქმის არ იგრძნობა ტორფის გემო და მსუბუქი არომატის წყალობით ძალიან სასიამოვნო დასალევია.

რატომ Partizan Barber Shop

ალბათ სიმბოლურია, რომ ამ დღის აღნიშვნა წელს სწორედ Partizan Barber Shop-ში გადაწყდა. ესეც, ისევე როგორც Tullamo re D.E.W., ძალიან გამოკვეთილი ინდივიდუალურობის მქონე ჯენტლმენების არჩევანია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ და რას აკეთებ – პარტიზანი იმ მამაკაცებისთვის არის, რომლებსაც უყვართ საკუთარი საქმე და მუდამ იმას აკეთებენ, რასაც საჭიროდ თვლიან. ისინი ნამდვილები და ძლიერები არიან. პარტიზანი კი ის ადგილია, სადაც მამაკაცები საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავენ.

არ გამომტოვოთ, გაიზიარეთ ირლანდიური ზეიმი 17 მარტს თბილისიდან!

ავტორი: ნინუცა ივარდავა


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.