fbpx
გააზიარე სტატია

სოტბის აუქციონზე SUPREME-ის დაფების სრული კოლექცია გაიყიდება

SUPREME-ის სკეიტბორდის დაფების სრული კოლექცია სოტბის აუქციონზე 1 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული. სკეიტბორდის დაფების კერძო კოლექცია რაიან ფულერს ეკუთვნის, რომელშიც 1998 წლიდან გამოშვებული დაფების ყველა ეგზემპლარია თავმოყრილი.

აუქციონი სახელწოდებით – 20 Years of Supreme – გააერთიანებს  დაფების ცნობილ შეფუთვებს, რომლებიც ბრენდმა 90-იან წლებში, დაარსების დღიდან, დიზაინერებთან და ხელოვანებთან თანამშრომლობით შექმნა. კოლექციაში 250 დაფაა წარმოდგენილი, მათ შორისაა ისინიც, რომლებიც დემიენ ჰირსტის ტაკაში მურაკამის ჯეფ კუნსისა ლუი ვუტონის KAWS-ის დიზაინით შეიქმნა.  

შთამბეჭდავი არქივი არა მარტო ისტორიული დოკუმენტია, რომელიც SUPREME-ის ევოლუციას აღბეჭდავს,  არამედ ცხადყოფს მჭიდრო კავშირს ქუჩის მოდის შემქმნელ ბრენდსა და ხელოვნების სამყაროს შორის.

ფულერის კოლექციის ფასი $800 000 – $1.2 მილიონის ფარგლებში მერყეობს და სოტბის ონლაინ აუქციონზე 25 იანვარს გამოჩნდება. მანამდე კი სოტბის საგამოფენო სივრცეში  ექსპოზიციის – 20 Years of Supreme-ის ხილვაა შესაძლებელი, სადაც დაფების სრული კოლექციაა წარმოდგენილი.

ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი


რეკომენდებული სტატიები
ტაკაში მურაკამის ხელოვნება

ტაკაში მურაკამის ხელოვნება

ტაკაში მურაკამის ხელოვნება
ტაკაში მურაკამიმ შეძლო აბსოლუტურად საწინააღმდეგო ნარატივების გაერთიანება, რაც მოიაზრებს მაღალი კულტურის პოპ-კულტურასთან ინტეგრირებას, სიძველის თანამედროვეობასთან დაკავშირებას და აღმოსავლური და დასავლური კულტურული კოდების სინთეზსს
ჯეფ კუნსის ბიოგრაფია

ჯეფ კუნსის ბიოგრაფია

ჯეფ კუნსის ბიოგრაფია
“შესაძლებელია, დამთვალიერებელმა პირველი შეხედვისას რაიმე ირონიული დაინახოს ჩემს ნამუშევარში… თუმცა მე ვერ ვხედავ. ირონია იწვევს კრიტიკულ ჭვრეტას.”
KAWS

KAWS

KAWS
ბრაიან დონელი იგივე - KAWS - ნიუ-იორკში მოღვაწე მხატვარი, გრაფიტისტი, ილუსტრატორი, მოქანდაკე, პროდუქტისა და სათამაშოების დიზაინერია
კით ჰარინგის Pop-Shop

კით ჰარინგის Pop-Shop

კით ჰარინგის Pop-Shop
1986 წელს ნიუიორკელმა არტისტმა კით ჰარინგმა მანჰეტენზე, ლაფაიეტის ქუჩაზე საკუთარი ნამუშევრების მაღაზია გახსნა, სახელწოდებით Pop-Shop.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.