fbpx
გააზიარე სტატია

ERTI Gallery Tbilisi Art Fair-ზე

წელს TAF მეორედ გაიმართა საქართველოში, ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო საქართველოს სახელოვნებო სივრცის ყველა წარმომადგენელი. აღნიშნული ღონისძიება დიდ როლს ასრულებს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მიმდინარე პროცესების პოპულარიზაციისა და განვითარების სტიმულირებისათვის. ERTI Gallery უკვე მეორე წელია აქტიურად უჭერს მხარს ამ ინიციატივას, და სპეციალურად თბილისის საერთაშორისო არტბაზრობისთვის საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროგრამა მოამზადა.

არტ ბაზრობის გახსნის წინა დღეს, 15 მაისს გალერეაში უტა ბექაიას მულტიმედიური გამოფენის პრეზენტაცია გაიმართა. ბექაიამ ტრილოგიიდან „ზეადამიანები“, რომლის პრემიერაც შარშან ERTI Gallery-ში გაიმართა, მეორე სერია „აწმყო“ წარმოადგინა. გამოფენის კურატორი დოქტორი ჰაიკე ფულბრუგეა, რომელიც პირველად გალერეის მოწვევით ჯერ კიდევ ლუკა ლაზარის გამოფენის დროს ჩამოვიდა საქართველოში. ERTI Gallery-ის და კურატორის თანამშრომლობა უტას პროექტით გაგრძელდა. გამოფენაზე წარმოდგენილია20-არხიანი ვიდეო, სადაც უტა პერფორმანსის მეშვეობით 20 სხვადასხვა ფსიქოტიპს განასახიერებს.

პროექტი “აწმყო“ ამჯერადაც მთელ გალერეას მოიცავს ვიდეო-აუდიო ნამუშევრებით, სკულპტურული ობიექტებით, კოსტიუმებითა და ნაქარგებით, რომლებიც ვიდეოს გმირებისთვის შეიქმნა. ტრილოგიის მეორე ნაწილში ხელოვანი ისეთ თემებს იკვლევს, როგორიცაა კონფლიქტი, მარცხი, სიყვარული, აღზევება, რეპრესია, იდეალები და ტაბუ. ეს პროექტი უტა ბექაიამ თვითშემეცნებას მიუძღვნა და საკუთარ თავში მიმდინარე პროცესებს დაუთმო, რითაც ამავე დროს სამყაროს რეფლექსიაც მოახდინა. ამ პროექტზე გალერეა და ხელოვანი რვა თვე მუშაობდნენ. იმისთვის, რომ დიდ საერთაშორისო აუდიტორიას შესძლებოდა პროექტის ხილვა, გამოფენა სპეციალურად TAF-ის დროს დაიგეგმა, რამაც გაამართლა კიდეც: სულ გამოფენიდან რვა ვიდეო გაიყიდა უცხოელ კოლექციონერებზე. ვიდეო ნამუშევრის გაყიდვა ყოველთვის რთულია და აღნიშნული ფაქტი ხაზგასასმელი და აღსანიშნავია, რადგან თბილისის არტ ბაზრობაზე ჩამოსული კოლექციონერების ინტელექტუალურ დონეზე მიუთითებს. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ მსგავსი მასშტაბის მულტიმედიური პროექტი პირველი იყო უტა ბექაიასთვისაც და მისი სამშობლოსთვისაც, რითაც ERTI Gallery-მ საინტერესო პროცესი წარუდგინა საზოგადოებას.

თბილისის არტ ბაზრობაზე ERTI Gallery-ის სტენდი ლევან მინდიაშვილის სოლო პროექტს და ასევე ცალკე ჯგუფურ გამოფენას ეთმობოდა ლუკა ლაზარის, გიორგი ჩხეიძისა და რუსუდან ხიზანიშვილის მონაწილეობით.

ლევან მინდიაშვილის პროექტი „შენთვის უფრო დიდხანს უნდა მეკოცნა“ აერთიანებს ხელოვანის ბოლო კვლევას თანამედროვე კულტურული პროდუქციის შესახებ, და განსაკუთრებით იმას, თუ როგორ იქმნება ლოკალური/ეროვნული იდენტობა და აღიქმება თანამედროვე ხელოვნების გლობალურ კონტექსტში. წარმოდგენილი იყო რკინის კონსტრუქციაზე დამყარებული ინსტალაცია, რომელიც შედგებოდა ფერწერისაგან, შერეული მედიის ნამუშევრებისაგან და ასევე სტენდის ცენტრში მოთავსებულიიყო DJ-ის მაგიდა. ინსტალაცია აერთიენებდა ქართული იდენტობის ისეთ წამყვან მახასიათებლებს, როგორიცაა ენა, არქიტექტურა და კლუბური მუსიკა. ნამუშევრის დაფაზე იყო წარწერა: „აქ რომ ცხოვრობდე, სახლში იქნებოდი“ (2016).

პირველადი ფორმაა დღემდე მიმდინარე ნამუშევრების სერიების, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს იმ სტერეოტიპულ სიმართლეს, რასთანაც ყოველდღიურად გვიხდება კომუნიკაცია. თითოეული ნამუშევარი ამ სერიიდან ახალი მცდელობაა  ნამუშევრის სახელწოდების თავიდან შექმნისა, რომელიც არაქართველის მიერ არის ქართულად დაწერილი. შედეგი კი ყოველთვის ვიზუალურად განპირობებულია მისი თავდაპირველი მნიშვნელობისგან.

მინდიაშვილის დიდი ზომის შუშაზე ნეონის ნამუშევარი “უსათაურო” (“საქართველოს ბრუტალიზმიდან”) და ასევე პატარა ზომის ნამუშევრები “არქივები საქართველოს ბრუტალიზმიდან” იკვლევს არქიტექტორ გ. ჩახავას შენობას (ყოფილი ტრანსპორტის სამინისტრო, ახლანდელი საქართველოს ბანკის სათავო ოფისი), რომლის ბეტონის პანელებისგან შექმნილი კონტრუქცია დაუსრულებელი ფორმების, მასშტაბის და ფუნქციის შესაძლებლობებს ტოვებს.

DJ სეტის საუნდი კი დებიუტია ახალი ალბომის, self-ის, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ DJ-ის, სოფია სეიზს ეკუთვნის. სოფია ბავშვობის ბითებს აგროვებს და საკუთარ არქივს აერთიანებს, ამ მხრივ რთულ, პირადულ სეტს ქმნის, რომელიც წარსულსა და აწმყოს აკავშირებს.

სტენდზე ასევე წარმოდგენილი იყო გიორგი ჩხეიძის მინიმალისტური ნამუშევრები ახალი სერიიდან, ასევე პლასტელინისგან შექმნილი ინტერაქციული ნამუშევრები  და მნახველს შეეძლო თითებით სხვადასხვა ფორმა გამოეძერწა. ნაჩვენები იყო ლუკა ლაზარის დიდი ზომის ნამუშევარი “მოძრავი კადრების” სერიიდან, ასევე რუსუდან ხიზანიშვილის ნამუშევრები. რუსუდანი ახლახან შეუერთდა გალერეის  ხელოვანთა ჯგუფს და მისი ნამუშევრები გალერეამ პირველად TAF-ზე წარადგინა. ხიზანიშვილის ნამუშევრები – ნაქარგები – ასევე წარმოდგენილი იყო აბრეშუმის მუზეუმში, სადაც ოლგა პოგასოვას კურატორობით ჯგუფური გამოფენა IN SITU / IN VIVO გაიხსნა.


რეკომენდებული სტატიები
თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა 2019
Play Video

თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა 2019

თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა 2019
17-19 მაისს, TAF-ზე შეძლებთ დაათვალიეროთ და შეიძინოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ხელოვანების ნამუშევრები, დაესწროთ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს
თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა

თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა

თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა
საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მასპინძლობისათვის თბილისი უკვე მეორედ ემზადება
ინტერვიუ ხელოვან ლევან მინდიაშვილთან

ინტერვიუ ხელოვან ლევან მინდიაშვილთან

ინტერვიუ ხელოვან ლევან მინდიაშვილთან
ჩემი აზრით, სიახლის მოდერნისტული ფეტიში “საკუთარმა” ჩაანაცვლა: “პოსტ-“ და “რე-” (re-think, re-contextualize, re-write, re-invent) პერიოდებიც დასასრულს მიუახლოვდა, ის სამყარო უკვე თავისთავად ახალია, რომელშიც ახლა ვაბიჯებთ და ახალი გზების და გადაწყვეტილებების ნაცვლად ჩვენი “საკუთარის” მოძებნა გვჭირდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.