fbpx
გააზიარე სტატია

Taller Aragonés-ის Rombo IV

მექსიკის ქალაქ Bosques de las Lomas-სთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ მდიდრულ უბანში არქიტექტურულმა ფირმა Taller Aragonés-მა შექმნა Rombo IV:  დიდი, თეთრი მოდერნისტული  სახლი, შთამბეჭდავი გეომეტრიული ფორმებითა და განლაგებით.

რომბო, იგივე რომბი,  წარმოადგენს ბრილიანტის ფორმის დიზაინს სახლისთვის. როგორც სახელი მიგვანიშნებს, Rombo IV  მეოთხე კერძო სახლია სერიიდან,  რომელიც ფირმის დირექტორის, Miguel Angel Aragonés-ის დიზაინით არის შექმნილი.

მისი ასიმეტრიული სართულების გეგმა განისაზღვრება კუთხის ფორმებით. კედლები მოჭრილი საყრდენებით და ორმაგი მინის ფანჯრებით გადანაწილებულია სამსართულიან რეზიდენციაში.

უდავოა, რომ Rombo IV-ის ყველაზე შთამბეჭდავი და უნიკალური ფუნქცია მისი ღამეული ტრანსფორმაციაა. ნეონისფერი ბრწყინვალე განათებები, რომლებიც  მთელ სახლს ანათებს, James Turrel-ის ნამუშევრებს გვახსენებს. ფერების ცვლილება  ლურჯი, სტაფილოსფერი, ვარდისფერი და წითელი) დამოკიდებულია სახლის “განწყობაზე”.

Aragonés ცნობილია მისი მინიმალისტურ-მოდერნისტული ვილებით, რომლებიც გარკვეულწილად სუფთა ტილოა ვიზუალურად შთამბეჭდავი სინათლის ინსტალაციებისთვის.

 


რეკომენდებული სტატიები
ჯონ ლოტნერის არქიტექტურა ჰოლივუდის ფილმებში

ჯონ ლოტნერის არქიტექტურა ჰოლივუდის ფილმებში

ჯონ ლოტნერის არქიტექტურა ჰოლივუდის ფილმებში
ამერიკელი არქიტექტორის დაპროექტებული სახლები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს მოგვაგონებს. მისი კოსმოსური, ფუტურისტული არქიტექტურა 70-იან წლებშია შექმნილი და დღემდე იწვევს დამთვალიერებლების აღფრთოვანებას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.