fbpx
გააზიარე სტატია

Tata Naka-ს ფასდაკლებული კოლექცია Dodo Designs Studio-ში 26 მაისამდე იქნება წარმოდგენილი

21- 26 მაისს  Dodo Desings Studio  Tata Naka  მოდის სახლის მიერ ორგანიზებულ  Sample sale-ს უმასპინძლებს.

თამარ და ნატაშკა სურგულაძეები ბრიტანეთში  მოღვაწე ქართველი ტყუპი დები არიან, რომელთაც ყველა Tata Naka სახელით იცნობს. დებმა უკვე წლებია მოახერხეს ბრიტანული და მსოფლიო მოდის ინდუსტრიის მოხიბვლა.

ბრიტანულმა მოდის საბჭომ  Tata Naka ლონდონის Fashion week-ზე  New Generation-ის ნომინაციაში სამჯერ დაასახელა გამარჯვებულად. მათი კოლექცია ბევრჯერ მოხვდა ლეგენდარულ სერიალ  Sex in the city-ში.

დიზაინერები   უნიკალური სტილით გამოირჩევიან.  ისინი ხშირად იყენებენ საკუთარ ნახატებს ტანსაცმლის პრინტად, ასევე ქმნიან ინოვაციურ ხაზებსა და ფორმებს.

ქართველ მომხმარებელს  მათ მიერ შექმნილი კოლექციებიდან სამოსის  შეძენა მხოლოდ MORE is love-ზე შეუძლია.

Sample sale-ის ფარგლებში კი,  რაც Tata Naka-ს სხვადასხვა შოუებში გამოყენებული სამოსის ხელმისაწვდომ ფასად გაყიდვას გულისხმობს,  მომხმარებელი შეძლებს დაათვალიეროს და შეიძინოს კიდეც ტანსაცმელი დიზაინერების არაჩვეულებრივი კოლექციებიდან.

Sample sale წელიწადში ორჯერ იმართება. 21-26 მაისს დაგეგმილი  Sample sale-ზე დასასწრებად მომხმარებელი  დოდოშკა ჩხეიძის სტუდიას (რუსთაველის 37) 13:00-დან  19:00 საათამდე უნდა ეწვიოს.  დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ ღონისძიება Facebook-ზე.  

 

აქვე შეგიძლიათ  ესტუმროთ Taka naka Sample sale-ს instagram მისამართზე:

 

ტექსტი: ქეთი ჯელაძე


რეკომენდებული სტატიები
Lacoste x Keith Haring

Lacoste x Keith Haring

Lacoste x Keith Haring
ამ სეზონზე #Hammock-ის ყურადღება გაზაფხულის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა კოლექციამ მიიქცია, რომელიც Lacoste -ის და ამერიკელი ხელოვანის, Keith Haring-ის თანამშრომლობაა. კოლექციის შეძენა Dressup -ის ჯგუფში შემავალ, გალერია თბილისი-ში მდებარე Lacoste-ის ოფიციალურ მაღაზიაში არის შესაძლებელი
ძე - ქართული პროექტი

ძე - ქართული პროექტი

ძე - ქართული პროექტი
“მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულის დაწყებამდე ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელებსა და ქუჩებში გავრცელდა ინფორმაცია ახალი ქართული პროექტის შესახებ. ვიდეორგოლმა, სადაც საინტერესო ადამიანებს ტრენდული ტანსაცმელი აცვიათ, სულ სხვა მოლოდინი შეუქმნა ყველას…
Hammock Studio x Phubber

Hammock Studio x Phubber

Hammock Studio x Phubber
Phubber - სოციალური შოპინგის ონლაინ პლატფორმაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია იყიდოს და გაყიდოს სასურველი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები თუ თავის მოვლის საშუალებები სახლიდან გაუსვლელად, ერთ სივრცეში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.