fbpx
გააზიარე სტატია

TBC ბანკი – კულტურის სფეროში შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები

ავტორი: ნინუცა ივარდავა

 

თიბისი ბანკი არსებობის 26 წლის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი ბიზნესწამოწყების, საგანმანათლებლო პროექტის, ხელოვნებისა და ინოვაციების მხარდამჭერია.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თიბისი მრავალ საინტერესო და ამავდროულად საჭირო იდეების მხარდამჭერად და ავტორად გვევლინება. ამ დროის მანძილზე თიბისიმ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჯამში 110 მილიონი ლარი გაიღო და 1000-ზე მეტი ახალგაზრდა დააფინანსა.

გთავაზობთ Hammock-ისთვის ყველაზე გამორჩეული პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც თიბისის მხარდაჭერითა თუ ინიციატივით შეიქმნა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დარგის განვითარებას ემსახურება:

არტარეა – TBC-ის სპონსორობით შექმნილი პირველი მულტიმედიური ქართული არხია კულტურაზე, რომელიც შემეცნებით და საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულებს და აერთიანებს გადაცემებს ხელოვნების ყველა მიმართულებაზე: ლიტერატურა, კინო, ჯაზი, თეატრი, პოპ-კულტურა, ელექტრონული მუსიკა, კულტურული მემკვიდრეობა და სხვა.

Artarea-ს ანგარიშზეა 44 გამოფენა არტარეა გალერეაში, 52 თანამედროვე მუსიკის კონცერტი, 96 საჯარო ლექცია, მრავალი სახელოვნებო-საგანმანათლებლო ღონისძიება და ვიდეო. აღსანიშნავია არტარეა-ფესტივალი, რომელიც 2018 წელს სხვადასხვა კულტურულად ნაკლებად აქტიურ რეგიონში ჩატარდა.

საბა – ლიტერატურული პრემიაა, რომელიც თიბისი ბანკმა 2003 წელს დააარსა და მიზნად ისახავს ყოველწლიურად ლიტერატურის დარგში მიმდინარე პროცესების შეფასებას, წიგნიერებისა და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას.

ამ პრემიის გამარჯვებული წიგნები მალევე იქცევიან ბესტსელერებად, რაც დიდი სტიმულია ახალგაზრდა და დამწყები ავტორებისთვის. 16 წლის განმავლობაში საბამ 150-მდე პრემია გასცა 120-ზე მეტ სხვადასხვა ავტორზე. ამასთანავე, პრემიის არსებობის განმავლობაში საქართველოში ყოველწლიურად გამოცემული წიგნების რაოდენობა დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა. ასევე 2-ჯერ გაიზარდა საპრემიო ფონდი, რომელსაც თიბისი ბანკი გამარჯვებულებს გადასცემს.

12 – თიბისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია 12, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანით კულტურისა და ახალგაზრდა არტისტების ხელშეწყობას ემსახურება.

2017 წელს ქართველი თეატრის მხატვრისა და ავანგარდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის, პეტრე ოცხელის დაბადებიდან 110 წლისთავზე ეს პროექტი მეორედ განხორციელდა და მთლიანად ამ უკანასკნელის შემოქმედებას მიეძღვნა. პროექტში 12-მა ახალგაზრდა დამწყებმა და ნაცნობმა არტისტმა მიიღო მონაწილეობა. მათ ოცხელის შემოქმედების ახლებური ინტერპრეტაციები შექმნეს სხვადასხვა სტილისტიკით.

ციფრული ხელოვნება, ნეონი, ვიდეოარტი, ანიმაცია, 3D ხელოვნება და სკულპტურული ინსტალაცია – ეს იმ სახელოვნებო მიმართულებების ჩამონათვალია, რომლითაც ოცხელის შემოქმედება გაცოცხლდა. აღსანიშნავია თემო მაჭავარიანის ნეონით შექმნილი “მფრინავი მღებავი”, ქეთევან საქარელის სამკაულები, ნიკოლოზ კაპანაძის ვიდეო, რომელსაც გაჩა ბაქრაძის მუსიკალური კომპოზიცია აფორმებდა. გარდა ამისა, თიბისიმ სხვა საინტერესო აქტივობებიც დააფინანსა, მათ შორის მხატვრის 30 ტილოს რესტავრაცია, რომლის გამოფენაც თიბისი გალერეაში მოეწყო.

#წერექართულად – თიბისი ბანკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. პროექტის იდეა და მიზანი ქართული ანბანის პოპულარიზაციაა. ქართული ანბანის ციფრულ და ელექტრონულ სამყაროში ინტეგრირებისთვის არაერთი ინიციატივა დაინერგა და დღესაც გრძელდება.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა შრიფტის შექმნის კონკურსი და გაციფრულდა 13 ახალი ქართული შრიფტი. პროექტის ხელშეწყობით 50-ზე მეტმა ადამიანმა ისწავლა შრიფტის ინჟინერია.
აგრეთვე ნელ-ნელა გაციფრულდა და ხელმისაწვდომი გახდა ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი. იმისათვის, რომ მაიკროსოფტის პროგრამებში – სკაიპი, ოფისი და სხვ. ქართული ენა დაინერგოს, მაიკროსოფტის პლატფორმას ქართული ენის „შესწავლა“ უნდა დაეწყო. ამ დროისათვის თარგმნილი წინადადებების რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. მაიკროსოფტს ასევე გადაეცა 3 მილიონამდე ქართული წინადადება საბას ელექტრონული წიგნებიდან.

რა უნდა იმას, რომ ქართულად ვწეროთ? მის ხელმისაწვდომობაზე თიბისი-სთან ერთად დღეს უკვე ბევრი ადამიანი მუშაობს და სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. მეორე მხარე კი ისაა, რომ ქართულად წერა და ლაპარაკი მოდური გახდეს. პროექტის მიზანი ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართულობაა.

ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი – თიბისის მხარდაჭერით 2018 წლის ოქტომბერში ქართველი მრეწველი და ქველმოქმედი ძმების – პეტრე, იაკობ და სტეფანე ზუბალაშვილების არქივი სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. პეტრე ზუბალაშვილის შთამომავლებმა საქართველოს 114 წლის განმავლობაში შვეიცარიასა და შემდეგ საფრანგეთში დაცული ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები აჩუქეს.

უნიკალური არქივი ძმები ზუბალაშვილების 70-ზე მეტ დოკუმენტს მოიცავს. მათ შორის არის ოჯახური ალბომები. ასევე, მე-19, მე-20 საუკუნის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონის, დიმიტრი ერმაკოვის რამდენიმე ფოტოალბომი, რომელშიც თბილისი, კავკასიელი ხალხი, ხედები, სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესია აღბეჭდილი.

მრეწველებად და მეცენატებად ცნობილი ზუბალაშვილების გვარი ისტორიულ დოკუმენტებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩანს. ამ გვარს უკავშირდება მაშინდელი სახალხო სახლის – ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრის, უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და თბილისის მუსიკალური სკოლის – დღევანდელი კონსერვატორიის მშენებლობა.

ეროვნულ მუზეუმში რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, თითოეული ნივთი შესაბამის ფონდში ჩაირიცხა და საკოლექციო ნომერი მიენიჭა. ასევე მოხდა მათი დიგიტალიზაციაც.

არქიტექტურის ბიენალე – 2018 წელს პირველად ჩატარდა თბილისის არქიტექტურის ბიენალე, რომელსაც თიბისი დაარსებისთანავე დაუდგა გვერდით.

ბიენალე სახელწოდებით “მხოლოდ შენობები არ კმარა”, პირველი საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალია, 1991 წლის შემდეგ, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა.
„თაბ 2018“ პოსტსაბჭოური ტრანსფორმაციის ეპოქის სიღრმისეულად გააზრებას და იმის გამოკვლევას ისახავდა მიზნად, როგორ აისახება ცვლილებები ურბანულ გარემოსა თუ მის მომხმარებლებზე და რა ფორმით მონაწილეობს საზოგადოება ამ პროცესებში.
პროექტის ფარგლებში მოეწყო არაერთი გამოფენა, სიმპოზიუმი, საჯარო ლექცია, ურბანული და არქიტექტურული ინსტალაცია. ბიენალესთვის თბილისს მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორები, ხელოვნებისა და მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ.


რეკომენდებული სტატიები
ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში

ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში

ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში
22 დეკემბერს, Window Project-ში ვახტანგ ქოქიაშვილის პირველი რეტრსოპექტიული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის სამ მიმართულებას აერთიანებს: რელიგიურ თემატიკას, პოპს და ეთნოგრაფიულ მოტივებს
ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან

ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან

ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან
16 სექტემბერს თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში Project Art Beat-ის ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა - “ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან“.
პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში

პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში

პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში
თბილისის არქიტექტურის ბიენალემ შვეიცარიელი არქიტექტორების ცნობილი დუოს, “Herzog & de Meuron”-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, პიერ დე მერონის უმასპინძლა
თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018
ბიენალემ თავი უნდა მოუყაროს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომლებიც ურბანულ და არქიტექტურულ საკითხებზე ერთობლივად იმუშავებენ.
ხელოვნება სარეკლამო გზავნილების სივრცეში

ხელოვნება სარეკლამო გზავნილების სივრცეში

ხელოვნება სარეკლამო გზავნილების სივრცეში
ლიზა ალვარადოს ბილბორდი, როგორც გზავნილი, ან ნიშანი, უეცრად ჩნდება იქ, სადაც ხელოვნებას არავინ ელის და ამგვარად ქმნის ხელოვნების თანამედროვე ფორმას
ხელოვნება, სახლი და დიალოგი

ხელოვნება, სახლი და დიალოგი

ხელოვნება, სახლი და დიალოგი
13 ოქტომბერს გალერეა LC Queisser-ში ლიზა ალვარადოს გამოფენა - Polyphonic shadow cloth გაიხსნა. ლიზა ცნობილია თავისი კომპლექსური ნამუშევრებით, რომლებიც ერთდროულად ტრადიციის გამტარებსაც წარმოადგენენ და ახალი პოტენციალის ათვისებასაც შესაძლებელს ხდიან.
“სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება” -  ინტერვიუ ანა ჩადუნელთან

“სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება” - ინტერვიუ ანა ჩადუნელთან

“სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება” -  ინტერვიუ ანა ჩადუნელთან
20 დეკემბერს, 19 საათზე სახელოვნებო ორგანიზაცია Propaganda.network, TBC Status - თიბისი სტატუსი და Stamba Hotel წარმოგიდგენთ ანა ჩადუნელის გამოფენა-გაყიდვას - სახელწოდებით “სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება“
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.