fbpx
გააზიარე სტატია

თეზი გაბუნიას “ლუვრის ჩაძირვა” ნიუ იორკის არმორი შოუზე

ხელოვან თეზი გაბუნიას ნამუშევარილუვრის ჩაძირვა“, რომელიც ავტორმა  პირველად ფეისბუქლაივის მეშვეობით  გვიჩვენა, ნიუიორკის არმორი შოუზე 5 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით  იქნება წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი  დამოუკიდებლადაც თვითმყოფადი და საინტერესოა, რადგან მისი კონცეფცია თანამედროვე პრობლემებსა და გამოწვევებს პასუხობს, როგორც ხელოვანი ამბობს, ის ამავდროულად ერთი სისტემური პროექტის მესამე ნაწილია, რომელსაც წინ უძღვის თეზი გაბუნიას სხვა, არანაკლებ საინტერესო ორი პროექტი, რამდენიმე თვეში კი მას ლოგიკურად  მოჰყვება მეოთხე ნაწილიც.

ლუვრის ჩაძირვაშეიძლება მთელი პროექტის ერთერთ ეტაპად განვიხილოთ. პირველი იყო .. ყალბი გამოფენა, სადაც  Saatchi Gallery-ის მინიატიურულ მოდელში ვითომ თეზი გაბუნიას ნამუშევრების გამოფენა მოეწყოსიმულაცია იყო, თუმცა ტექნიკურად ისე შესრულებული, რომ როცა ფოტოს უყურებდი, აღიქვამდი, თითქოს  გამოფენა ნამდვილად გაიმართა. შემდეგ, მისი დოკუმენტაციის დროს, როცა ფოტოგადაღება მიმდინარეობდა, გალერეაში თავის შეყოფის ფაქტი დაფიქსირდა, რამაც მომდევნო ინტერაქტიული პროექტი – “შეყავი თავი გალერეაშიგვიკარნახა, რომელიცლუვრის ჩაძირვისსახით მესამე, თუმცა ამჯერად სტატიკურ პროექტად ჩამოყალიბდა. თითოეულ მათგანში მე რეალურად სისტემური მიდგომა მაინტერესებდა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ობიექტმა სხვადასხვა სახე მიიღოს, ერთიდან გახდეს მეორე, დაკარგოს მნიშვნელობა და შეიძინოს სულ სხვა, ახალი მნიშვნელობები.” – ამბობს თეზი გაბუნია.

ამჟამად ხელოვანი გალერეა კორნფილდთან და ვინდოუ ფროჯექთთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ლუვრის ჩაძირვის ტრაგედიის მეხსიერებას გულისხმობს. დამთვალიერებელი ნამუშევარს სავარაუდოდ მაისის თვეში იხილავს.


ავტორი: გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.