fbpx
გააზიარე სტატია

The Carlyle – ყველაზე გლამურული სასტუმრო მსოფლიოში

სასტუმრო The Carlyle ნიუ-იორკის პრესტიჟულ Upper East Side-ზე, Madison Avenue-ზე მდებარეობს. 35-სართულიანი შენობა 1930 წელს დეველოპერმა მოსე გინსბერგმა ააშენა. შენობაში 188-ოთახიანი luxury ტიპის ნომერი და 60 მაღალი დონის საცხოვრებელი რეზიდენციაა განთავსებული.

სასტუმრო განსაკუთრებული ისტორიით გამოირჩევა, მისი რეზიდენტები ცნობილი მწერლები, ბროდვეის არტისტები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, პრეზიდენტები და მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები არიან.
მიუხედავად დროის ცვლილებისა, გავლენიანი ადამიანები მაინც Carlyle-ს არჩევენ, რადგან აქ მათ დახვეწილ დიზაინსა და კარგ სერვისზე ბევრად უფრო მეტს სთავაზობენ.

Carlyle არის სასტუმრო, სადაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და ცნობილი პერსონები თავს კომფორტულად გრძნობენ. აქ მომუშავე ადამიანები კი სტუმრებს მეგობრებად და ოჯახის წევრებად თვლიან და მათ ანონიმურობას იცავენ.

სასტუმროს ოთახებში სტუმრებს ახვედრებენ ბალიშებს, რომლებზეც მათივე ინიციალებია ამოქარგული. პერსონალის უმეტესობა სასტუმროში ათწლეულებია მუშაობს და ისინი უკვე ლეგენდებად იქცნენ. მათ შორის გამოირჩევიან მთავარი კონსიერჟი Dwight Owsley და ლიფტის მომუშავე პერსონალი, რომელთაც, სხვების თქმით, ყველაზე საინტერესო ისტორიები აქვთ. მაგალითად, 90-იანი წლების ერთ-ერთი საღამოს სასტუმროს ლიფტში მაიკლ ჯექსონი, პრინცესა დაიანა და სტივ ჯობსი ერთად აღმოჩნდნენ . ასევე აღსანიშნავია Danny the Bellman, რომელიც სასტუმროში 1963 წლიდან მუშაობს და რომელსაც ბევრი სტუმარი მერლინ მონროსა და JFK-ის გახმაურებულ რომანზე ეკითხება, რადგან ამბობენ, რომ ისინი Carlyle-ში ხვდებოდნენ ერთმანეთს, სადაც ჯონ ფიცჯერალდ კენედის აპარტამენტები ჰქონდა, რომელსაც ნიუ-იორკის თეთრ სახლს უწოდებდნენ.

Café Carlyl და Bemelmans Bar-ში ისეთი მუსიკოსებს უმღერიათ, როგორებიც არიან – ლაიზა მინელი, ბილი ჯოელი, მერაია ქერი, სინდი ლოპერი, ერტა კიტი. ყოველ ორშაბათს საღამოს აქ ვუდი ალენის ჯაზ-ბენდიც უკრავს.

Café Carlyle კლასიკური კაბარეა. სამი ათწლეულის განმავლობაში კაფე ასოცირებული იყო ლეგენდარულ მუსიკოს ბობი შორთთან, რომელიც აქ 36 წლის განმავლობაში უკრავდა. Café Carlyl აგრძელებს 1930-იანი წლების ვახშმის კლუბის ტრადიციებს. ინტერიერში წარმოდგენილია 1952 წლის Moulin Rouge-ის ოსკარის მფლობელი არტ დირექტორის, Marcel Vertès ორიგინალი ნამუშევრები. ხშირად, ორშაბათს საღამოს, აქ ვუდი ალენიც უკრავს the Eddy Davis New Orleans jazz band-თან ერთად.

Bemelmans Bar-ის სახელწოდება არტისტ Ludwig Bemelmans ეძღვნება, რომელიც ცნობილია მისი საბავშვო წიგნით Madeline. ბარის კედლები არტისტის მიერ არის მოხატული, რომელსაც სასტუმროს მენეჯერმა სამაგიეროდ Carlyle-ში ცხოვრება შესთავაზა.

იმ ადამიანთა სია, რომლებიც Carlyle-ში ცხოვროდნენ, ცოტა ხნით ჩერდებოდნენ ან აქაურ რესტორნებსა და ბარებში ატარებდნენ საღამოს, ძალიან გრძელი და საინტერესოა. მათ შორის არიან მარკ ტვენი, ტენესი უილიამსი, პრინცესა დაიანა, ჯონ ფ. კენედი, ჯეკი კენედი, მერლინ მონრო, ჩერჩილი, კლინტონები, ფრენკ სინატრა, ჰარისონ ფორდი, ვეს ანდერსონი, კოპოლები, ჯორჯ კლუნი, ლენი კრავიცი, ბილ მური, ჯეკ ნიკოლსონი, ენდი უორჰოლი, ჰანტერ ტომპსონი, დევიდ ბოუი, მიკ ჯაგერი და სხვები.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
Chateau Marmont

Chateau Marmont

Chateau Marmont
ძველი ჰოლივუდის გლამური, ბევრი ცნობილი ისტორია, რამდენიმე გახმაურებული სიკვდილი და ერთი საკულტო სასტუმრო
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.