fbpx
გააზიარე სტატია

Chemosphere House, ანუ “მფრინავი სახლი”

The Chemosphere House, ანუ Malin House არქიტექტორ ჯონ ლაუტნერის 1960 წლის ნამუშევარია, რომელიც მან ახალგაზრდა ავიაციის ინჟინრის, ლეონარდ მალინისა და მისი ოჯახისთვის შექმნა. სახლი კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, hollywood hill-ზე მდებარეობს, ძალიან ახლოს ცნობილ Mullholand Drive-თან.

აშენებიდან მალევე Chemosphere-ს მეტსახელად “მფრინავი სახლი” შეარქვეს, რომელიც სწორედ იმ წელს დასრულდა, როცა პრეზიდენტმა ჯონ ფ. კენედიმ ამერიკელ ხალხს მოუწოდა, მთვარეს მისწვდომოდნენ. სახლის დამკვეთის, მისტერ მალინის თქმით, აქ ხალხი ხშირად იმისთვის ამოდიოდა, რომ ენახათ რა იყო ეს კონსტრუქცია, თუმცა არქიტექტორის მიზანი არ ყოფილა, სახლი ამოუცნობ მფრინავ ობიექტს დამსგავსებოდა.

მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლი დგას, 45 გრადუსით არის დახრილი Hollywood Hill-სის San Fernando Valley-ის მხრიდან და მასზე მშენებლობა შეუძლებლად ითვლებოდა. თუმცა მალინს მიწის ნაკვეთი სიმამრმა აჩუქა და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ამ პრობლემის გადაჭრა და იქ სახლის აშენება.

არქიტექტორმა ჯონ ლოტნერმა შეძლო სწორედ ამ რთულ ტერიტორიაზე აეშენებინა სახლი. შენობა ერთსართულიანია და იქ მოხვედრა მხოლოდ ლიფტით შეიძლება. Chemosphere საკმაოდ მსუბუქი, ხის და ფოლადის კონსტრუქციაა, რომლის სიმარტივეც საცხოვრებლად მაქსიმუმი ფართობის ათვისებას უწყობს ხელს. ფანჯრები დახრილია ინტერიერისკენ, რათა გადახედვისას ადამიანმა თავბრუსხვევა აიცილოს. ეს ფანჯარა, რომელიც ლოს-ანჯელესის ხედს გადაჰყურებს, სახლის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.

მალინების ოჯახი ამ სახლში 1976 წლამდე ცხოვრობდა. შემდეგი 25 წლის განმავლობაში სახლს სამი სხვადასხვა მეპატრონე ჰყავდა, რომლებმაც შენობას თავისებური რემონტი და რეკონსტრუქცია ჩაუტარეს. მეორე მეპატრონე, დოქტორი რიჩარდ კუნი სახლში მძარცველებმა მოკლეს, რამაც Chemosphere-ის რეპუტაცია ძალიან შელახა და მისი გაყიდვა უფრო გაართულა. 1998 წელს the Chemosphere ცნობილი საგამომცემლო სახლის, Taschen-ის მფლობელმა ბენედიქტ ტაშენმა შეიძინა. ამ დროისთვის სახლი უკვე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო. ტაშენების ოჯახმა მის რესტავრაციაში 1 მილიონი დოლარი დახარჯა. მათ სახლს ისეთი დეტალები დაამატეს, რაც ჯონ ლოტნერს თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა, მაგრამ მის განსახორციებლად ან ბიუჯეტი არ ჰყოფნიდა, ან შეუძლებელი იყო ტექნოლოგიის არ არსებობის გამო. 2004 წლისთვის სახლის რესტავრაცია დასრულდა და Chemosphere ლოს-ანჯელესის კულტურული მემკვიდრეობის მონუმენტების სიაში შევიდა. იმავე წელს Chemosphere ქალაქის 10 ტოპ სახლის სიაშიც მოხვდა.

The Chemosphere პოპ კულტურაშიც გვხვდება. 1984 წელს ფილმი Body Double აქ არის გადაღებული. სახლის რეპლიკა გვხვდება 2000 წლის “ჩარლის ანგელოზებშიც”. მისი რეპლიკა ასევე შესულია თამაშში Grand Theft Auto: San Andreas. Chemosphere ასევე ჩნდება “სიმფსონების” ერთ-ერთ სერიაშიც.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House
The Stahl House ყოფილი ფეხბურთელის ბაკ სტალისა და მისი მეუღლის კარლოტა გეითსის ოცნების სახლია, რომელიც არქიტექტორმ პიერ კოენიგმა რეალობად აქცია.
საგამოფენო სივრცედ ქცეული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი

საგამოფენო სივრცედ ქცეული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი

საგამოფენო სივრცედ ქცეული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი
კრისტიან და კარენ ბოროსებმა თავიანთი კოლექციის - 700-მდე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის გამოსაფენად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიული ბუნკერი შეარჩიეს
LA FÁBRICA | რიკარდო ბოფილი

LA FÁBRICA | რიკარდო ბოფილი

LA FÁBRICA | რიკარდო ბოფილი
ბოფილი ფაბრიკას ყოველთვის დაუმთავრებელ ნამუშევრად თვლის. არქიტექტორი მასზე 40 წელზე მეტია მუშაობს და ფაბრიკა ბოფილის ცხოვრებასთან ერთად იცვლება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.