გააზიარე სტატია

The Glenlivet – პრემიუმ ხარისხის ერთალაოიანი ვისკი შოტლანდიიდან

“თუ არ გამოგვდის კარგი ვისკი, მაშინ ჯობია საერთოდ არ გავაკეთოთ ის”. – ეს სიტყვები კაპიტან ბილ სმიტს, კომპანია “გლენლივეტის” დამფუძნებლის შვილთაშვილს ეკუთვნის და საუკეთესოდ გამოხატავს ბრენდის შექმნის ფილოსოფიას, რომელიც 2 საუკუნის მანძილზე უცვლელი რჩება.

The Glenlivet – ერთ-ერთი საუკეთესო შოტლანდიური “სინგლ მოლტი”, ანუ ერთი სახეობის ალაოსაგან დამზადებული ვისკია, რომლის შექმნის ისტორია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისს უკავშირდება.

იმ დროს შოტლანდიაში ვისკის სახდელ ქარხნებს კოლოსალურად მაღალი გადასახადები ეკისრებოდათ, ამიტომ იმხანად მრავალი არალეგალური ქარხანა გაჩნდა. გლენლივეტის დამფუძნებელი ჯორჯ სმიტი კი პირველი იყო, რომელმაც 1824 წელს Speyside-ის რეგიონში, მდინარე გლენის ხეობაში ლიცენზირებული ქარხანა გახსნა.

ამ სფეროში მიღწეული წარმატების გამო, სმიტს ხშირად უხდებოდა კონტრაბანდისტების და კონკურენტების მუქარის მოგერიება და სხვადასხვა გამოწვევებთან ყოველდღიური ბრძოლა.
მისი ისე შურდათ, რომ სმიტს მუდამ თან დაჰქონდა წყვილი რევოლვერი. ის მათ ასეც იხსენიებდა – “ნამდვილი კომპანიონები, რომლებიც არასდროს გიღალატებენ”.

საბოლოოდ, სმიტის გამოხდილმა ვისკმა ისე გაითქვა სახელი, რომ მისი კონკურენტები თავიანთ ნაწარმს “გლენლივეტის” სახელით უშვებდნენ. ამას კი იმით ამართლებდნენ, რომ მათი გამოხდილი ვისკი მდინარე გლენის მიმდებარე ტერიტორიას მიეკუთვნებოდა.

1884 წელს ჯორჯ სმიტის შვილმა, ჯონმა, მამის გარდაცვალების შემდეგ მოახერხა და სა

ხელი The Glenlivet იურიდიულად დააპატენტა. სამმა ინიციალმა “THE” გლენლივეტის ვისკი საბოლოოდ გამოარჩია მიმბაძველებისგან.

გარდა იმისა, რომ სმიტის ქარხანა კონკურენტებისგან განსხვავებით ლეგალურად მუშაობდა, მისი ვისკი გამოირჩეოდა ნაზი და დახვეწილი გემოვნური თვისებებით და მაღალი ხარისხით, რის გამოც მე-19 საუკუნეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იმასაც ამბობენ, რომ ინგლისის მეფის, ჯორჯ IV-ის საყვარელი ვისკი სწორედ გლენლივეტი იყო. 1822 წელს, შოტლანდიაში მოგზაურობის დროს, მას სწორედ გლენლივეტის ვისკი მიართვეს, რომლის დაგემოვნების შემდეგაც ბრძანა, რომ მხოლოდ აღნიშნული სასმელი ყოფილიყო სუფრაზე.

გლენლივეტის მოყვარული გახლდათ ცნობილი ინგლისელი მწერალი ჩარლზ დიკენსიც, რომელიც თავის წერილებში რეკომენდაციას უწევს ამ სასმელს: “ვისკის ნადმვილმა ექსპერტმა ედინბურგიდან გამომიგზავნა უიშვიათესი და უძველესი ვისკი სახელად გლენლივეტი. თქვენც გიგზავნით დასაგემოვნებლად. გასინჯეთ და მე თქვენს სადღეგრძელოს შევსვამ”.

გლენლივეტის მოყვარულები ამბობენ, რომ სწორედ ეს არის მისი ხიბლი – თუ ერთხელ მაინც გასინჯავ, შეუძლებელია, არ მოგინდეს სხვებსაც გაუზიარო შთაბეჭდილებები.

გლენლივეტი 21-ე საუკუნეში

დაარსებიდან 200 წლის შემდეგ გლენლივეტის ვისკი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკაში კი – ნომერ პირველი გაყიდვადი ვისკია. მისი დამზადების მეთოდი დღემდე უცვლელია, რაც სასმელის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს.

ის ორმაგი გამოხდის მეთოდით მზადდება ბუნებრივი მინერალებით გაჯერებულ წყალზე. სპეციალური თაფლის გადამამუშავებელი სპილენძის ქვაბები იმეორებს შუქურას ფორმის დიზაინს, რომელიც ჯორჯ სმიტმა შეიმუშავა ჯერ კიდევ 1824 წელს. აღნიშნული ფორმა უზრუნველყოფს სპირტისა და თაფლის არომატულ შერწყმას, ისე რომ არასასურველი ზედმეტი ნივთიერებები ნარევში არ ხვდება. რაც მთავარია, გლენლივეტის ხარისხს უზრუნველყოფს ის ფაქტი, რომ ხდიან ერთი სახეობის ალაოსგან, ერთ ქარხანაში. ამით, ის გამოირჩევა სხვადასხვა ქარხანაში გამოხდილი ნარევი ვისკისგან.

იმისათვის, რომ გლენლივეტის რბილი გემო და გამორჩეული ხილის არომატი მივიღოთ, გამოხდილი მასა ინახება გრილ საცავში, რომელიც ქარხნის მახლობლად მდებარეობს. ამგვარად, გლენლივეტი ნელ-ნელა ღვინდება გლენის ხეობის ჰაერზე – მუხის ბარელებში.

დავარგების პერიოდი საშუალოდ 25 წელია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ათასობით ლიტრი ვისკი ორთქლად იქცევა, თუმცა საბოლოოდ რჩება სუფთა, სხვადასხვა დაძველებისა და არომატის მქონე შოტლანდიური გლენლივეტი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას განსაკუთრებული მრავალწლიანი ტრადიციის წყალობით.

საქართველოში The Glenlivet პრემიალური ალკოჰოლური სასმელის იმპორტიორს, GD Alco-ს შემოაქვს და მისი შეძენა შესაძლებელია: ალკორიუმებში, ვისკის სახლებში, გუდვილსა და სხვადასხვა არაქსელურ მაღაზიებში.

ავტორი: ნინუცა ივარდავა


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.