გააზიარე სტატია

კრისტო და ჟან-კლოდის გარშემორტყმული კუნძულები

არტისტთა წყვილი – კრისტო და ჟან კლოდი – ხელოვნების სამყაროში განთქმულია  „გარემოსდაცვითი არტით“ (environmental art). ისინი ქმნიან მასშტაბურ ინსტალაციებს  და შემოქმედებაში ხშირად იყენებენ ცნობილ სტრუქტურებს, მაგალითად, რაიხსტაგის შენობას და პარიზის ახალ ხიდს.

კრისტომ და ჟან კლოდიმ 1983 წლის მაისში მაიამიში, ბისკეინის ყურეში მდებარე თერთმეტი კუნძული ნაქსოვი პოლიპროპილენით, მაღალმოლეკულური პოლიმერით შემოფარგლეს.  6.5 მილიონი კვადრატული ფუტის სიგრძის ვარდისფერი პოლიპროპილენი ტალღებზე ტივტივებდა.

ორკვირიანი ინსტალაციის  პროცესი გულისხმობდა ვარდისფერი ქსოვილის სამოცდაცხრამეტი განსხვავებული ნიმუშის შეკერვას. ქსოვილი კუნძულების გარშემო 200 ფუტის სიგანის სარტყელად იყო  გადაჭიმული. ინსტალაციის ადგილზე დასაფიქსირებლად, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა,  430 ადამიანი მუშაობდა.

არტისტების თქმით, ეს ნამუშევარი ხაზს უსვამს იმ ელემენტებისა და პირობების კავშირს წყალსა და ხმელეთს შორის, რომელშიც მაიამის მოსახლეობას უწევს ცხოვრობა.

ავტორი: კატო სუპატაშვილი


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.