fbpx
გააზიარე სტატია

სასტუმრო Jaffa თელ-ავივში

თელ-ავივის ერთ-ერთ უძველეს უბანში ინგლისში მოღვაწე არქიტექტორმა ჯონ პაუსონმა, ადგილობრივ კონსერვაციონისტ რამი გილთან და მის გუნდთან ერთად, ძველად არსებული მონასტრისა და ყოფილი საავადმყოფოს შენობა სასტუმროდ აქცია.

სასტუმრო “იაფა” 4000 წლის პორტს გადაჰყურებს და მისგან ხედი ხმელთაშუა ზღვაზე იშლება. იაფაში 120 ნომერი და 32 აპარტამენტია. სასტუმრო თავს იწონებს ღია აუზით, ბარით, რომელიც ყოფილი სამლოცველოს სივრცეშია მოწყობილი, ასევე მაღალი ხარისხის სპა და ფიტნეს ცენტრებით. სასტუმრო “იაფაში” თანამედროვე დიზაინი ისტორიულ მემკვიდრეობას ორგანულად ერწყმის, რაც სასტუმროში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

“იაფას” ინტერიერს ამშვენებს იაპონელი და ფრანგი დიზაინერების, შირო კურამატასა და პიერ პოლინის ავეჯი. იქვე შეხვდებით დემიენ ჰირსტისა და ებრაელი ფოტოგრაფის, ტალ სკოჩატის ნამუშევრებსაც.

ჯონ პაუსონმა და რამი გილმა შენობა უკვე არსებული ძველი სტილის დაცვით აღადგინეს. არაბული და რომაული სტილის შენობას მათ თანამედროვე იერსახე შესძინეს და ურბანულ ოაზისად აქციეს.
ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი

ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი

 


რეკომენდებული სტატიები
საგამოფენო სივრცედ ქცეული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი

საგამოფენო სივრცედ ქცეული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი

საგამოფენო სივრცედ ქცეული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი
კრისტიან და კარენ ბოროსებმა თავიანთი კოლექციის - 700-მდე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის გამოსაფენად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიული ბუნკერი შეარჩიეს
პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House
The Stahl House ყოფილი ფეხბურთელის ბაკ სტალისა და მისი მეუღლის კარლოტა გეითსის ოცნების სახლია, რომელიც არქიტექტორმ პიერ კოენიგმა რეალობად აქცია.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.