fbpx
გააზიარე სტატია

Hammock-ის გზამკვლევი – ამსტერდამი

სასტუმროები

Conservatorium Hotel
Van Baerlestraat 27, 1071 | conservatoriumhotel.com

ამსტერდამში ბევრი ძველი შენობაა, რომელსაც ახალი ფუნქცია აქვს მინიჭებული, თანამედროვე დიზაინის გამოყენებით. Conservatorium Hotel ასეთი სასტუმროების გამორჩეული მაგალითია. სასტუმრო კულტურული მემკვიდრეობის შენობაშია განთავსებული, რომელიც მე-19-მე-20 საუკუნეეში მოღვაწე ჰოლანდიელ არქიტექტორს, Daniel Knuttel-ს ეკუთვნის. შენობა 1900 წელს გაიხსნა როგორც ბანკი, შემდეგ კი აქ მუსიკალური სკოლა იყო განთავსებული. შენობის რესტავრაციას და სასტუმროს დიზაინს დიზაინერი პიერო ლისონი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ინსპირაცია იტალიის საზოგადოებრივი სივრცეებიდან აიღო.

 

Pulitzer Amsterdam

Prinsengracht 323, 1016 GZ | pulitzeramsterdam.com

Pulitzer Amsterdam რამდენიმე თაუნჰაუსშია განთავსებული. სასტუმროს დიზაინი დახასიათებულია, როგორც თანამედროვე ჰოლანდიური დიზაინისა და ვეს ანდერსონის ნაზავი.
მთავარმა დიზაინერმა სასტუმროს ყველა ოთახში იცხოვრა, იმისთვის, რომ ყველა ნომრისთვის ინდივიდუალური დიზაინი და დეტალები შეემატებინა. დიზაინში გამოყენებულია ვინტაჟური ავეჯის, თანამედროვე ხელოვნების და საინტერესო ნივთების ნაზავი.

 

The Dylan
Keizersgracht 384, 1016 GB | dylanamsterdam.com

ეს ბუტიკური ტიპის ოჯახური სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს. სასტუმროში 40 ნომერია და გამოირჩევა კარგი სერვისით. The Dylan-შია ასევე მიშელინისვარსკვლავიანი რესტორანი Vinkeles.

 

Sir Adam
Overhoeksplein 7, 1031 KS | sirhotels.com/en/adam

გამორჩეული თანამედროვე სასტუმრო Noord-ის უბანში. სასტუმროს კონცეპტი მუსიკას უკავშირდება, ამიტომ ყველა ოთახში ფირსაკრავს და გიბსონის გიტარას შეხვდებით. სასტუმრო განთავსებულია Arthur Staal’s პოსტმოდერნისტულ შენობაში.

 

SWEETS HOTEL | sweetshotel.amsterdam

სასტუმრო განსაკუთრებული კონცეფციით, რომლის ოთახებიც ქალაქის გარშემო, Bridge House-ებშია განთავსებული. Bridge House-ები განკუთვნილი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამსტერდამის ხიდებს უვლიდნენ და ისინი ხიდებზე მდებარეობს. სასტუმროები 1673 წლიდან 2009 წლამდე აშენებულ Bridge House-ებშია განთავსებული.

რესტორნები/კაფეები

Foodhallen
Bellamyplein 51, Oud West | foodhallen.nl

პირველი დიდი სურსათის ბაზრობა დახურულ სივრცეში. აქ ყველანაირი ტიპის streetfood-ის პოვნას შეძლებთ, იქნება ეს ვიეტნამური, იტალიური თუ სხვა.

 

De Kas
Kamerlingh Onneslaan 3, 1097 | restaurantdekas.nl

რესტორანი Frankendael Park-ში მდებარე 1920-იანების ორანჟერეაშია განთავსებული. ორანჟერია ადრე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღს ეკუთვნობა. აქ ახალი/fresh ინგრედიენტებით შეზავებულ კერძებს მოგართმევენ. ბოსტნეული აქვე იზრდება, მენიუ კი ინგრედიენტების მიხედვით ყოველდღიურად იცვლება. რესტორნის შეფები ადრე ორ მიშელინისვარსკვლავიან რესტორან RIJKS-ში მუშაობდნენ. რესტორნის ინტერიერში უზარმაზარი აგურის საკვამურია, რომელიც ახლა ბუხრის ფუნქციას ასრულებს.

 

CAFÉ MODERN

Meidoornweg 2, 1031 GG | modernamsterdam.nl

CAFÉ MODERN-ში 50-იანი წლების სასადილოს დეკორის და თანამედროვე დახვეწილი რესტორნის დიზაინის სინთეზი დაგხვდებათ. რესტორანი ყოფილი ბანკის შენობაშია განთავსებული, საპირფარეშოები კი ყოფილ საცავშია. მენიუ ყოველკვირეულად იცვლება. ეს კარგი ადგილია Noord-ის, ანუ ნედერლანდური კერძების დასაგემოვნებლად.

 

VAN STAPELE

Heisteeg 4, 1012 WC | vanstapele.com

ძალიან პატარა, მაგრამ გემრიელი საცხობი, რომელიც მხოლოდ ერთი ტიპის, შავი და თეთრი შოკოლადის ნაზავ ორცხობილას ყიდის. აქ ხშირად მომხმარებლების რიგი დგას, და დღის დოზა 16:00-ზე სულ გაყიდულია, ამიტომ გირჩევთ ადრე მისვლას.

 

CT Coffee & Coconuts
Ceintuurbaan 282-284, 1072 GK | coffeeandcoconuts.com

კაფე ძველ არტ დეკოს სტილის კინოთეატრშია განთავსებული. როგორც სახელწოდება მიგვითითებს, კაფე ორიენტირებულია ქოქოსის გამოყენებით დამზადებულ საკვებსა და სასმელზე, შესაბამისად აქ გემრიელი, ჯანსაღი საკვების დაგემოვნებას შეძლებთ.

COFFESHOP-ები:

2008 წლის შემდეგ ამსტერდამში, როგორც დანარჩენ ევროპაში, თამბაქოს მოწევა შიდა სივრცეებში აკრძალულია. ეს კანონი Coffeeshop-ზეც ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თამბაქოგარეულ მარიხუანას ვერ მოწევთ Coffeeshop-ში. Coffeeshop-ის უმეტესობა თამბაქოს ალტერნატიულ ბალახს შემოგთავაზებთ, რომელიც იგივე ფუნქციას შეასრულებს. ამის მიუხედავად, თითქმის ყველგან შეძლებთ თამბაქო გარეული joint-ის შეძენას.

 

Green House Centrum

Oudezijds Voorburgwal 191

Coffeeshop-ის ხშირი სტუმრები არიან Rihanna და რეპერი lil wayne. Green House Centrum გამოირჩევა საკუთარი ჯიშის მარიხუანათი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს. მენიუში მოსაწევის გარდა, ასევე სახემსო საკვები, შეიკები, სხვადასხვა ტიპის არაალკოჰოლური სასმელი და სალათებია.

 

GREY AREA

Oude Leliestraat 2, 1015 AW

ეს Coffeeshop ცნობილ საყიდლების ქუჩა 9 Street-თან მდებარეობს. Green House Centrum-ს მსგავსად, Grey Area-საც ხშირად სტუმრებენ ცნობილი ადამიანები, ერთ-ერთი მათგანია რეპერი Snoop Dogg. Coffeeshop უკვე 25 წელია, რაც არსებობს. აქ ყოველთვის შეძლებთ რელაქსაციას.

 

The Bulldog The First

Oudezijds Voorburgwal 90, 1012 GG

საკულტო Coffeeshop – The Bulldog პირველად 1974 წელს გაიხსნა, მაშინ როდესაც კანაბისი ჯერ კიდევ არალეგალური იყო. The Bulldog-ს ბევრგან შეხვდებით, ის ერთგვარი მარიხუანას სტარბაქსია, მაგრამ მისი პირველი ლოკაცია გამორჩეულია, რადგან, როგორც ყველაზე ძველი Coffeeshop ქალაქში, ის ამსტერდამში მარიხუანას კულტურის განვითარების ერთგვარი მონუმენტია.

გალერეები / მუზეუმები

Rijksmuseum
Museumstraat 1, Museumplein | rijksmuseum.nl/en

The Rijksmuseum – საოცარი მუზეუმი ამსტერდამში, რომელიც 1800 წლიდან ფუნქციონირებს, ხოლო ამ შენობაში 1855 წლიდან. საუკეთესო ადგილია ნიდერლანდური ხელოვნების სანახავად, რომლის საუკეთესო მაგალითებია გამოფენილი შუა საუკუნეებიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით.

 

Foam
Keizersgracht 609, Grachtengordel | foam.org

Foam ეს ის ადგილია, სადაც ფოტოგრაფიის მოყვარული აუცილებლად უნდა წავიდეს. მუზეუმში ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრებთან ერთად, ახალგაზრდა ხელოვანთას შემოქმედების ნიმუშებიც არის გამოფენილი. აქვეა საგამოფენო დარბაზი, რომელიც თანამედროვე ფოტოგრაფიის გამოფენებისთვისაა. Foam ასევე წელიწადში სამჯერ გამოსცემს საერთაშორისო ფოტოგრაფიის ჟურნალს.

 

Kröller-Müller Museum
Houtkampweg 6, Otterlo | krollermuller.nl/en

მიუხედავად იმისა, რომ Kröller-Müller რამდენიმე საათის მანძილზეა ამსტერდამიდან, აუცილებლად გირჩევთ ესტუმროთ ამ მუზეუმს. მუზეუმი, მეოცე საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოლექციონერის, Helene Kröller-Müller ოცნება იყო და მის სახელს ატარებს. Helene Kröller-Müller-ს 11 500 ნამუშევარი ჰქონდა. მუზეუმის ნაწილია სკულპტურების ბაღიც, რომელიც ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაღია ევროპაში და 160 სკულპტურას იტევს. მუზეუმი მეორეა, სადაც ვან გოგის ყველაზე დიდი კოლექციაა გამოფენილი. აქ ასევე ნახავთ მონეს, პიკასოს, მონდრიანის და სხვების ნამუშევრებს.

 

Van Gogh Museum
Museumplein 6, Museumplein | vangoghmuseum.nl/en

ალბათ ყველაზე ცნობილი მუზეუმი ამსტერდამში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. მუზეუმშია ვან გოგის თითქმის ყველა ცნობილი ნამუშევარი, მაგრამ ამავდროულად აქ ვან გოგს ახლიდან აღმოაჩენთ.

 

Eye Film Institute
IJpromenade 1, 1031 KT | eyefilm.nl/en

Eye Film Institute-ის დიზაინი ავსტრიულმა ფირმა Delugan Meissl-მა შექმნა. ეს ეროვნული სინემატოგრაფიის მუზეუმი და ფილმების არქივია. მუზეუმი განთავსებულია ჩრდილოეთ ამსტერდამში და მისი გახსნა 2012 წელს ქალაქის ამ ნაწილის კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბების ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი იყო. მუზეუმში ყოველწლიურად ეწყობა გამოფენებიც.

 

The Six Collection
Amstel 218, 1017 AJ | www.amsterdam.info/museums/six

არაჩვეულებრივი მუზეუმი, სადაც არისტოკრატიული ოჯახის კერძო კოლექციის ნახვა შეგიძლიათ. კოლექციის ნაწილია რემბრანტის, ვერმეერის, მიქელანჯელოს ნამუშევრები.

 

Hortus Botanicus
Plantage Middenlaan 2A, Plantage | dehortus.nl/

ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში.

 

OUR LORD IN THE ATTIC / Museum Ons’ Lieve Heer op Solder
Oudezijds Voorburgwal 38, 1012 GD | opsolder.nl/en

ამსტერდამს საინტერესო რელიგიური წარსული აქვს. ეს მუზეუმი Red Light Disctrict-ში ამის საუკეთესო მაგალითია. მე-16 საუკუნეში მთავრობაში მოსულმა პროტესტანტებმა კათოლიკური რელიგია აკრძალეს და ეს პატარა ვარდისფერი ეკლესია, რომელიც 1661 წლიდან სხვენშია განთავსებული, სწორედ ამის გამო დაარსდა ასეთ მიმალულ ადგილას.

 

Oude Kerk

Oudekerksplein 23, 1012 GX | oudekerk.nl/en/

ქალაქის ყველაზე ძველი შენობა – Oude Kerk – აქ მე-13 საუკუნიდან მნიშვნელოვანი მონუმენტია. ეკლესიაში 2500-ზე მეტი საფლავია.

 

მაღაზიები

Comme de Garçons POCKET
Prinsenstraat 26, Jordaan | +31.20.330.9298

Comme de Garçons POCKET, პატარა ბუტიკი, სადაც კლასიკური CDG-ს გარდა, ბევრ ექსკლუზიურ და ლიმიტირებული ტირაჟის ნივთს შეხვდებით იაპონური ბრენდისგან.

 

The Otherist
Leliegracht 6, De 9 Straatjes | otherist.com

მაღაზია-მუზეუმი, სადაც ბევრ უცნაურ, მაგრამ ძალიან ლამაზ ნივთს შეხვდებით.

 

Mendo
Berenstraat 11, De 9 Straatjes | mendo.nl

წიგნის მაღაზია, რომელიც მოდაზე, დიზაინზე, არქიტექტურასა და ფოტოგრაფიაზე აკეთებს აქცენტს.

 

Frozen Fountain
Prinsengracht 645, 1016 HV | frozenfountain.nl

ნიდერლანდების ქვეყნებს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინის კულტურა აქვთ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამსტერდამში ბევრი საინტერესო ავეჯის და დიზაინის მაღაზიებია. მათ შორის გამოირჩევა Froze Fountain, საკულტო “ობჯექთ” დიზაინის და ავეჯის მაღაზია ამსტერდამში, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია არსებობს. აქ ბევრ საკულტო ნივთთან ერთად, თანამედროვე დიზაინერების საინტერესო ნამუშევრებსაც შეხვდებით.

 

The 9 Streets

ეს ლამაზი ძველი ქუჩა სავსეა დამოუკიდებელი ბუტიკებით, გალერეებით, კაფეებით, სადაც ბევრ ახალ და საინტერესო ნივთს აღმოაჩენთ.

 

Condomerie het Gulden Vlies
Warmoesstraat 141 1012 JB | condomerie.com

მაღაზია 1980 წელს გაიხსნა, AIDS-ის კრიზისის დროს, იმისთვის რომ დაცულ სექსზე სტიგმა მოეხსნა. ეს მსოფლიოში პრეზერვატივების პირველი ექსკლუზიური მაღაზიაა.

Tips

ენა: ქვეყნის ოფიციალური ენა ჰოლანდიურია, მაგრამ აქ თითქმის ყველას შეუძლია ინგლისურად საუბარი.

ტრანსპორტი: მიუხედავად იმისა, რომ ამსტერდამში ძალიან მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსებობს, უმეტეს ადგილებში ფეხითაც შეძლებთ მისვლას, რაც საუკეთესო საშუალებაა ქალაქის გასაცნობას. ფეხით სიარულისას ყურადღება მიაქციეთ ველოსიპედებს, რადგან ისინი საკმაოდ საშიშად მოძრაობენ.

ამსტერდამში ადგილობრივები თითქმის სულ ველოსიპედებით გადაადგილდებიან და თუ მოშორებით აპირებთ წასვლას, შეგიძლიათ 10-12 ევროდ მთელი დღით იქირაოთ ველოსიპედი.

მუზეუმები: გირჩევთ IAmsterdam Pass-ის შეძენას, რომლის საშუალებითაც ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმს და სხვა ღირსშესანიშნაობებს უფასოდ ნახავთ.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: გირჩევთ ამსტერდამს მაისში ესტუმროთ, რადგან ამინდი შედარებით თბილია, მაგრამ ქალაქში ნაკლები ტურისტია.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი
დუბროვნიკი ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვის დალმაციის სანაპიროზე მდებარეობს. ეს გამორჩეული ქალაქი სავსეა აღმოსაჩენი ადგილებით. დალმაციის სანაპიროზე მცხოვრებნი ზაფხულის სასიამოვნო სიზარმაცეს fijaka-ს ეძახიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.