fbpx
გააზიარე სტატია

Tullamore D.E.W. XO Rum Cask Finish – ირლანდიური გულისა და კარიბის ზღვის სულისკვეთების ნაზავი

როგორ შეიძლება ირლანდიური ვისკი გახდეს უფრო უკეთესი? 

ზოგი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია. სხვები ამბობენ, რომ ის უკვე სრულყოფილია. ხოლო Tullamore D.E.W-ის პასუხია:  რომით და მისი თავბრუდამხვევი არომატით.

Tullamore D.E.W.-ის პრემიურ ხარისხის ხაზის,  XO Rum Cask Finish-ის პრეზენტაცია თბილისში სულ რამდენიმე დღის წინ ფაბრიკის ტერასაზე გაიმართა, სადაც სტუმრები ვისკისა და რომის ახალ გემოებს ეზიარნენ. 

თუ ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ: დენიელ უილიამსის მიერ შექმნილი Tullamore D.E.W. ირლანდიური ვისკის მწარმოებელთაგან მეორეა მსოფლიოში. ამ ლეგენდარული ვისკის მომზადების საიდუმლო გაერთიანებულია ე.წ. სამის ძალაში (POWER OF THREE). ესენი გახლავთ: ნატურალური ინგრედიენტები – ორი სახეობის მარცვლეული – ალაო და ქერი გემოს უფრო დახვეწილს ხდის და ნამდვილი ირლანდიური ხასიათით გამოარჩევს. სამმაგი დისტილაცია კი ვისკის უნიკალურ ჰაეროვნებას ანიჭებს. 

 

XO Rum Cask Finish არის Tullamore D.E.W.-ის ინოვაციური და უახლესი კამპანიის, The Beauty of Blend-ის პროდუქტი, რომელიც ხაზს უსვამს XVII საუკუნის კარიბელი მოგზაურების წვლილს რომის განვითარებაში. ირლანდიური და კარიბული სული ერთად საოცარ შერწყმას ქმნის. აღსანიშნავია, რომ კასრები, რომლებშიც XO Rum Cask Finish დამზადდა, შეზავებული იყო Demerera Rum-ით, რამაც ვისკის ახალ სახეობაში ტროპიკული და სანელებლების არომატული ნოტები განაპირობა.

საუკუნეების წინ დაწყებული ისტორია Tullamore D.E.W.-ის ახალი სახეობის ვისკით გრძელდება, რომელსაც ვანილის, მუხის და ციტრუსის არომატები სდევს თან. ტროპიკული ბანანის კარამელთან და ქიშმიშთან შეზავება კი საბოლოოდ ქმნის XO Rum Cask Finish-ს, რომელიც მომხმარებელს კარგად ნაცნობ და საყვარელ გემოებს ჰპირდება… და კიდევ უფრო მეტსაც… 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.