fbpx
გააზიარე სტატია

Tullamore D.E.W. – დენიელ ულიამსის უნიკალური ირლანდიური ვისკი

ირლანდია გამოკვეთილად ინდივიდუალური ქვეყანაა, აქაური მწერლები სიტყვების სამყაროში ცხოვრობენ, მუსიკოსები, განსაცვიფრებელი სახასიათო შესრულებით გამოირჩევიან. აქ თავისუფლებისმოყვარე ირლანდიელი ჯენტლმენები შეხვედრებზე საინტერესო ამბებს ჰყვებიან და მუდამ ახალი თავგადასავლების ძიებაში არიან.
სწორედ ასეთი გამოკვეთილად ინდივიდუალური ვისკია დენიელ უილიამსის მიერ შექმნილი Tullamore D.E.W., რომელიც ირლანდიური ვისკის მწარმოებელთაგან მეორეა მსოფლიოში.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1829 წელს ტულმორის დისტილერია მაიკლ მოლის ეკუთვნოდა, რომელიც მემკვიდრეობით დისშვილს, ბერნარდ დალის დაუტოვა. ბერნარდმა მის სამართავად, ერთ დროს თავლაში მომუშავე, მაგრამ ძალიან მონდომებული და ნიჭიერი ახალგაზრდა დენიელ უილიამსი დანიშნა (1873). დენიელს ყველაფერი აინტერესებდა ვისკის შესახებ და დაუღალავადაც შრომობდა. მისი მმართველობის დროს წარმოება საგრძნობლად გაფართოვდა და სულ მალე უილიამსი დისტილერიის მფლობელი გახდა. დენიელმა კარგიდან დიდებული ვისკი დააყენა და ამ დროიდან ტულმორში დაყენებული ეს უნიკალური გემოს სასმელი მხოლოდ მისი ინიციალებით (D.E.W.) გამოდის.

ვისკის მისებურად დასაყენებლად, უილიამსს ელექტროენერგია, მანქანები და ტელეფონი სჭირდებოდა. ამგვარად, ის გახდა პირველი, რომელმაც შერეული ირლანდიური ვისკის გემო შექმნა გამორჩეული არომატით, რაც ამ დრომდე ბრენდის განსაკუთრებულ, განმასხვავებელ ნიშან-თვისებას წარმოადგენს.

ამ ლეგენდარული ვისკის მომზადების საიდუმლო გაერთიანებულია ე.წ. სამის ძალაში (POWER OF THREE). ესენი გახლავთ: ნატურალური ინგრედიენტები: ორი სახეობის მარცვლეული – ალაო და ქერი გემოს უფრო დახვეწილს ხდის და ნამდვილი ირლანდური ხასიათით გამოარჩევს.

სამმაგი დისტილაცია ვისკის უნიკალური ჰაეროვნებისთვის. .

დასაყენებელი კასრები – ტრადიციული ბურბონისა და შერისგან, გემოს სიღრმის დასაბალანსებლად.

ტულამორი ერთადერთი ვისკია მსოფლიოში, რომელიც ამ მეთოდით მზადდება. აქ სჯერათ, რომ ვისკში ნამდვილი ირლანდიური ხასიათის გადატანა მხოლოდ ამ სამი გზით შეიძლება.

ულიამსის სწრაფვა, მხოლოდ იდეალური ვისკის გემოს მიღება გახლდათ, თუმცა მისი ვნების ძალა ამ საზღვრებს გასცდა და გაცილებით დიდი კვალი დატოვა.
და ბოლოს, “წარმატება იმას კიარ ეწვევა, ვისაც ეს ყველაზე მეტად უნდა, არამედ მას, ვისაც ღრმად სწამს იმის რასაც აკეთებს და გრძნობს თავის შემოქმედებას”.

ავტორი:ნინუცა ივარდავა


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.