fbpx
გააზიარე სტატია

ვახტანგ ქოქიაშვილი ვენის სახელოვნებო ბაზრობაზე

ვენის საერთაშორისო არტ ბაზრობაზე, რომელიც 26-დან 29 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, გალერეა Window Project სექციაში Exploration ქართველი ხელოვანის, ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევრებს თიბისი სტატუსის მხარდაჭერით წარადგენს. გამოფენაზე არტისტის 60-იანი და 70-იანი წლების პერიოდში ზეთსა და აკვარელში შესრულებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომლებშიც ხელოვანი ერთდროულად ქართულ ეთნო მოტივებსა და აბსტრაქტულ ფორმებს აერთიანებს.

ვახტანგ ქოქიაშვილმა 1956 წელს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, ფერწერის განხრით დაიწყო მუშაობა და პოსტიმპრესიონიზმითა და ამერიკული ექსპრესიონიზმით დაინტერესდა. 1962-1969 და 1973-1979 წლებში ის საქართველოს ხელოვანთა ფონდის ხელმძღვანელი იყო. 1967 წელს კი საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება მიენიჭა. 1981-1994 წლებში ქოქიაშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის მონუმენტური სექციის თავმჯდომარე გახდა. მის შემოქმედებას სხვადასხვა დროს ისეთ ქალაქებში ეცნობოდნენ, როგორებიცაა: ვარშავა, ტრიპოლი, დრეზდენი, სოფია, კეჩკემეთი და პარიზი.

ქოქიაშვილის სახელს საქართველოში ვიტრაჟული ხელოვნების დანერგვაც უკავშირდება, თუმცა მისი შემოქმედება სცდება ვიტრაჟულ ხელოვნებას და ბევრად უფრო ფართო არეალს მოიცავს. 1990-იანი წლებიდან მან პოპ არტისტული სერიების შექმნაც დაიწყო – მის კოლექციაში დღეს ასობით კოლაჟი, გრაფიკა და ინსტალაციაც ერთიანდება. ხელოვანმა შემოქმედების ბოლო წლები კი რელიგიური ნარატივებისა და სიმბოლოების 2000-იანი წლების ვიზუალურ ენაში გადათარგმნას დაუთმო.

ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა ვენის სახელოვნებო ბაზრობაზე 29 სექტემბრის ჩათვლით Window Project-ის სივრცეში იქნება წარმოდგენილი, რომლის დიზაინზეც ხელოვანმა შოთიკო აფციაურმა იმუშავა.


რეკომენდებული სტატიები
ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში

ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში

ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში
22 დეკემბერს, Window Project-ში ვახტანგ ქოქიაშვილის პირველი რეტრსოპექტიული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის სამ მიმართულებას აერთიანებს: რელიგიურ თემატიკას, პოპს და ეთნოგრაფიულ მოტივებს
Body experience... is the center of creation – ინტერვიუ Project Art Beat-ის თანადამფუძნებელ სალომე ვახანიასთან

Body experience... is the center of creation – ინტერვიუ Project Art Beat-ის თანადამფუძნებელ სალომე ვახანიასთან

Body experience... is the center of creation – ინტერვიუ Project Art Beat-ის თანადამფუძნებელ სალომე ვახანიასთან
გალერეა Project Art Beat TBC Status-ის მხარდაჭერით თერთმეტი თანამედროვე არტისტის გამოფენას მასპინძლობს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული მასალით და კონცეფციით სკულპტურის, როგორც მიმდინარეობის გარშემო გაერთიანდნენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.