fbpx
გააზიარე სტატია

ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში

22 დეკემბერს, Window Project-ში ვახტანგ ქოქიაშვილის პირველი რეტრსოპექტიული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის სამ მიმართულებას აერთიანებს: რელიგიურ თემატიკას, პოპს და ეთნოგრაფიულ მოტივებს. სათაურიც სიმბოლურია, მეორეული წესრიგი ნიშნავს, რომ წარმოდგენილი ნიმუშები ვარსკვლავური თვალისმომჭრელობის გარდა მათ ღრმა მითოლოგიურ წარმომავლობაზეც მიუთითებენ.

ვახტანგ ქოქიაშვილი დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ქართული და საბჭოთა სცენის მნიშვნელოვან ფიგურას. ის 1930 წელს დაიბადა და 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1962-1969 და 1973-1979 წლებში იყო საქართველოს მხატვართა ფონდის მთავარი მხატვარი. 1967 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1981-1994 წლებში იყო საქართველოს მხატვართა კავშირის მონუმენტური სექციის თავმჯდომარე. მისი ხელოვნება სხვადასხვა დროს გამოიფინა შემდეგ ქალაქებში: ვარშავა, პოლონეთი (1959); ტრიპოლი, ლიბია (1965); დრეზდენი, გერმანია (1969); სოფია, ბულგარეთი (1975); კეჩკემეთი, უნგრეთი (1981) (1989) და პარიზი, საფრანგეთი (1996).

საქართველოში ვიტრაჟული ხელოვნების დანერგვა სწორედ მის სახელს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, მისი შემოქმედება არ შემოისაზღვრება ვიტრაჟული ხელოვნებით და ბევრად უფრო ფართო არეალს მოიცავს.

1990-იანი წლებიდან ვახტანგ ქოქიაშვილი აქტიურად იწყებს პოპ არტისტული სერიების შექმნას. კოლექციაში შედის ასობით კოლაჟი, გრაფიკა, ინსტალაცია და ასამბლაჟი, რომლებიც თავიანთი ხასიათით თანამედროვე ხელოვნების გამოწვევებს და მიზნებს სრულად პასუხობენ.

ამ სერიებში ხშირია კომერციული ეფექტები, კიჩი და თრეში, რელიგიური ნარატივები და მითოსური ფორმები, რომლებიც თანამედროვე საკომუნიკაციო ფორმებშია თარგმნილი. სწორედ ამ პერიოდში, მისი ხელოვნება გლობალურ ხასიათს იძენს, რითაც თანამედროვე სამყაროში ჩვენი სავიზიტო ბარათი ხდება.

ამერიკაში პოპ კულტურის გაჩენა გულისხმობდა ხელოვნების სრულიად ახლებურ ხედვას, რომლის გარშემოც გლობალურად ყველა ადამიანს შეეძლო თავის მოყრა. ქოქიაშვილის ხელოვნებაც იზიარებს პოპ კულტურის ამ ზოგად ხედვას, სიმარტივით და სიღრმით ის დამთვალიერებლების ძალიან დიდ ნაწილს მოიცავს. კიჩური ეფექტები ჩვენი ცხოვრების და კომუნიკაციის ნაწილები ხდებიან, მათ აქვთ ჩვენი კოლექტიური წარმოსახვის შეცვლის, გამოხატვის თავისუფლების ძალა და უცნაური მაგია, რომელიც ერთ უსასრულო ზღაპარში გვაქცევს.

თავად ავტორი აღნიშნავდა „ჩემი პრიორიტეტია: შემოქმედებითი აზროვნება, ექსპერიმენტი დიალოგი და მათი კონცეპტუალური ფილტრის ესთეტიზირება“, რაც იმას ნიშნავს, რომ მხატვრის შემოქმედებაში ვიზუალური მხარე ხელოვნების ნიმუშებსა და აუდიტორიას შორის დიალოგის საშულებაა. თანამედროვეობის ძირითადი მახასიათებელიც ეს არის. კომუნიკაციის ეპოქა ტექნოლოგიასა და ადამიანებს შორის გზავნილების უსასრულო მოგზაურობაა. პოპ არტიც ისეთი გზავნილია, რომელიც დიდი მასებისთვის არის განკუთვნული, შესაბამისად, მათ ხელოვნებაში თანამონაწილეობის, მისი შეფასების და თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს.

გამოფენა გაგრძელდება 23 თებერვლის ჩათვლით.  გამოფენის კურატორია ნინა ახლედიანი. მის კონცეპტუალურ სტრუქტურაზე და დიზაინზე ახალგაზრდა არტისტმა ლადო ლომიტაშვილმა იმუშავა.

ავტორი: დათო კოროშინაძე

ფოტო: გურამ კაპანაძე, სერა ძნელაძე


რეკომენდებული სტატიები
ხელოვნება, სახლი და დიალოგი

ხელოვნება, სახლი და დიალოგი

ხელოვნება, სახლი და დიალოგი
13 ოქტომბერს გალერეა LC Queisser-ში ლიზა ალვარადოს გამოფენა - Polyphonic shadow cloth გაიხსნა. ლიზა ცნობილია თავისი კომპლექსური ნამუშევრებით, რომლებიც ერთდროულად ტრადიციის გამტარებსაც წარმოადგენენ და ახალი პოტენციალის ათვისებასაც შესაძლებელს ხდიან.
ხელოვნება სარეკლამო გზავნილების სივრცეში

ხელოვნება სარეკლამო გზავნილების სივრცეში

ხელოვნება სარეკლამო გზავნილების სივრცეში
ლიზა ალვარადოს ბილბორდი, როგორც გზავნილი, ან ნიშანი, უეცრად ჩნდება იქ, სადაც ხელოვნებას არავინ ელის და ამგვარად ქმნის ხელოვნების თანამედროვე ფორმას
ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან

ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან

ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან
16 სექტემბერს თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში Project Art Beat-ის ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა - “ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან“.
“სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება” -  ინტერვიუ ანა ჩადუნელთან

“სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება” - ინტერვიუ ანა ჩადუნელთან

“სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება” -  ინტერვიუ ანა ჩადუნელთან
20 დეკემბერს, 19 საათზე სახელოვნებო ორგანიზაცია Propaganda.network, TBC Status - თიბისი სტატუსი და Stamba Hotel წარმოგიდგენთ ანა ჩადუნელის გამოფენა-გაყიდვას - სახელწოდებით “სანამ სიცარიელეში გადავა და გაქრება“
უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან

უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან

უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან
Anna K.E. ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანია, რომლის შემოქმედებაში ფერწერა, ინსტალაცია, პერფორმანსი და ვიდეო ხშირად ერთ ნამუშევარში ერთიანდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.