fbpx
გააზიარე სტატია

საკულტო ბრენდი Vondom “ფორუმ ახალ ნათებაში”

ავეჯის, განათებისა და აქსესუარების სალონი „ფორუმი ახალი ნათება” 2013 წლიდან ფუნქციონირებს და  მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების პროდუქციას აერთიანებს. „ფორუმი ახალი ნათების“ სივრცე თბილისსა და ბათუმში მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიძინოს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული პროდუქცია კონცეპტუალურად მოწყობილ სალონებში და გაეცნოს დიზაინის თანამედროვე მიმართულებებს ინტერიერის ინდუსტრიაში მსოფლიოში ისეთი წამყვანი ბრენდებისაგან, როგორიცაა: Hülsta, KOINOR, Furninova, Gautier, Life, Hacker, Teca, Steinhoff, OZZIO და სხვ.  

მათ შორისაა ესპანური ავანგარდული ავეჯის ბრენდი VONDOM, რომელიც ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა. ბრენდი ვალენსიაში დაარსდა და მალევე დამკვიდრდა, როგორც ლიდერი ავანგარდული ავეჯის და სხვა დიზაინერული ობიექტების განხრით.

ბრენდი ფოკუსირებს ინოვაციურ დიზაინზე, რომელიც გამორჩეულია მაღალი ხარისხით და გამძლეობით. თითოეული ობიექტი მზადდება ვალენსიაში და შემდეგ იგზავნება დანიშნულების ადგილზე მთელ მსოფლიოში.  Vondom-ის ავეჯს შეხვდებით ბევრ მაღალი კლასის სასტუმროში, რესტორანსა თუ ხელოვნების გამოფენაზე, რაც მისი დიზაინის მრავალფეროვნებასა და ასევე მრავალფუნქციურობაზე მიუთითებს.

მიუხედავად იმისა, რომ Vondom-ის ყველა დიზაინი გამორჩეულია, ის არასდროს მზადდება მისი ფუნქციის ან კომფორტის ხარისხის ხარჯზე. Vondom დაარსებიდან ცვლის მომხმარებლის წარმოდგენას “გარე ავეჯის” შესახებ. მათ ამისთვის აირჩიეს პოლითელინი. როდესაც ამ მასალით წარმატებული და ნიჭიერი დიზაინერები მუშაობენ, ისინიც ქმნიან დიზაინით და ფუნქციონალურობით გამორჩეულ ობიექტებს. სწორედ ამის დასტურია Vondom-ის ეკლექტური პროდუქციის არჩევანი. ისინი კოლექციების შექმნისას ხშირად თანამშრომლობენ მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან და არქიტექტორებთან, მათ შორის არიან კარიმ რაშიდი, როს ლავგროვი, ლუდოვიკა და რობერტო პალომბა.

ავანგარდული პროდუქტის შესაქმნელად  დიზაინერები ფორმებს Vondom-ისთვის დამახასიათებელ სტილში გარდაქმნიან. მათი იდეა ნებისმიერ სივრცეში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაა. როგორც იტყვიან,  Vondom ცხოვრების სტილია, ახალი ყოფა.

Vondom ასევე გამოირჩება LED სინათლის ჩართვით დიზაინში, რაც ავეჯს და სხვა ნივთებს საინტერესო და განსხვავებულ ელემენტებს სძენს.  Vondom ასევე გამორჩეულია როგორც ეკოლოგიურად სუფთა ბრენდი. სწორედ ამიტომ ყოველთვის ინოვატორულ დიზაინს და ტექნოლოგიურად გაუმჯობესებულ პროდუქტს ქმნის.  

 

მისამართი:

თბილისი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ბათუმი: ხიმშიაშვილის #1

www.newlight.ge

 


რეკომენდებული სტატიები
E-Space - მომავლის ტრანსპორტი

E-Space - მომავლის ტრანსპორტი

E-Space - მომავლის ტრანსპორტი
E-Space პირველი და ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც მთლიანად ეძღვნება საქართველოში ელექტრომობილების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას
Bang & Olufsen-ის  ახალი პროდუქტი The Beosound Edge

Bang & Olufsen-ის ახალი პროდუქტი The Beosound Edge

Bang & Olufsen-ის  ახალი პროდუქტი The Beosound Edge
2018 წლის ბერლინის სამომხმარებლო ელექტრონიკის ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე (IFA) Bang & Olufsen-ის ახალი, თვალისმომჭრელი პროდუქტი გამოჩნდა სახელწოდებით  Beosound Edge, რომლის შეძენასაც მომხმარებლები 2018 წლის ნოემბრიდან შეძლებენ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.