fbpx
გააზიარე სტატია

4 ილუსტრატორის ვიზუალური ენა

Polly Nor – 26 წლის ახალგაზრდა ბრიტანელი ილუსტრატორია. ის ცნობილია  სერიული ნამუშევრებით გოგონებზე, რომლებიც დემონებად იქცევიან და ინტიმურ სიუჟეტებში  საკუთარ თავთან მარტო დარჩენილები სვამენ, ეწევიან, სასიყვარულო ფილმებს ან პორნოგრაფიას უყურებენ, შეტყობინებებს ელოდებიან  და გამუდმებით ტელეფონებსა თუ ლეპტოპებში არიან ჩამძვრალი. 

მათი სხეულები არასოდეს არის იდეალური, პირიქით, ავტორი ცდილობს საკუთარ ნამუშევრებში რეალური ადამიანების რეალური  სახეები ოდნავი სატირითა და მოქნილი იუმორით გვიჩვენოს. Polly Nor-ის შემოქმედება ინსპირირებულია მისივე გამოცდილებით, დღევანდელობით, სადაც ინტერნეტი თვითრეპრეზენტაციისა და თვითინდენტიფიცირების საშუალებად და იარაღაც გადაიქცა.

Polly Nor-ის  შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია დემონების თემატიკამ –   რაც მის ნამუშევრებში პერსონაჟების ყველაზე ბნელ მხარეს გვიჩვენებს. ხელოვანზე ასევე  დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იაპონურმა ეროტიკამ, ჰელოუინის ძველმა პოსტერებმა, ტატუ-ხელოვნებამ და იმ ვირუსულმა ტენდენციებმა, რომლებიც დღეს ინტერნეტსივრცეში ელვისებურად ვრცელდება.

 

ვებგვერდი : https://www.pollynor.com/

 

Coco Capitán 24 წლის წარმოშობით ესპანელი ფოტოგრაფი და ილუსტრატორია,  რომელმაც თავდაპირველად პოპულარობა ხელნაწერი ფრაზებით მოიპოვა, ემოციური, ნაივური, ირონიული და გულწრფელი, ოპტიმისტური, თუმცა ამავდროულად ეჭვებით და კითხვის ნიშნებით სავსე მოკლე ტექსტები ერთგვარი რეპლიკაა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გარდა ტექსტებისა, კოკო კაპიტანი მუშაობს როგორც პერსონალურ ფოტოსესიებზე, ასევე თანამშრომლობს მოდის სახლებთან.

ყველაზე დიდი წარმატება ხელოვანს  Gucci-სთან კოლაბორაციამ მოუტანა. როდესაც Gucci-ს სახლის კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ  მასთან თანამშრომლობა დაიწყო, კოკოს ნამუშევრები გუჩის დიზაინთან ინტეგრირდა და შედეგად მაისურებსა და ჩანთებზე მისი ტექსტები გამოჩნდა, კოლექციის ჩვენება პირველად მილანში შედგა, კოკოს ნამუშევარი და მთავარი სლოგანი კი  მილანსა და ნიუ-იორკში მდებარე შენობებზე გამოჩნდა. სლოგანები ასე ჟღერდა: What are we going to do with all this future? ხოლო მილანის გუჩის ხელოვნების კედელზე  ასეთი წარწერა იყო: Common sense is not that common.

 

 ვებგვერდი : http://cococapitan.co.uk/

Amber Vittoria 27 წლის ახალგაზრდა ილუსტრატორია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. მისი ნამუშევრები ორიენტირებულია ფემინურობასა და ქალთა ბუნებრივი სხეულის ფორმების წარმოჩენაზე. ხელოვანის პერსონაჟებს გაფართოებული კიდურები, თმიანი სხეულები და დინამიკური მოძრაობები ახასიათებთ..

მისი ნამუშევრებში  ასევე სახასიათოა ნათელი, მკვეთრი ფერები, ხშირად კი იქმნება ქალთა პორტრეტები, სადაც მკაფიოდ ჩანს მათი ხასიათი.  

ილუსტრატორი ხშირად თანამშრომლობს საკმაოდ მნიშვნელოვან გამომცელობებთან თუ ბრენდებთან, როგორებიც არის:  The New – York Times, Gucci, Cultured Magazine, Adidas, Teen Vogue და სხვანი. თავად ხელოვანის ერთ-ერთი საყვარელი პროექტი მისი New York Times-ისთვის შესრულებული ნამუშევრებია, სადაც ის ორ სექციაში ჟურნალსა და წიგნების რევიუების რუბრიკის ილუსტრაციებს აკეთებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის საუბრობს, თუ რამდენად კარგი გამოცდილება იყო მისთვის გამომცემლობის არტ-დირექტორებთან მუშაობა, და როგორ დაეხმარა მას ეს გამოცდილება საკუთარი შემოქმედებისთვის ახალი პერსპექტივების დანახვაში.

 

Has a two-hour layover in Milan

A post shared by Amber Vittoria (@amber_vittoria) on

ვებგვერდი : https://www.ambervittoria.com/

 

    𝕾𝖔𝖕𝖍𝖞 𝕳𝖔𝖑𝖑𝖎𝖓𝖌𝖙𝖔𝖓

Sophy Hollington –  რიტანელი ილუსტრატორია, ბრაიტონიდან. მის ნამუშევრებს ძირითადად რელიეფური პრინტების სახე აქვს, რადგან ხელოვანი ლითოგრაფიის ტექნიკით მუშაობს. 

ნამუშევრებში ძველი მისტიციზმი და სპირიტუალიზმი, ფოლკლორი და მითოლოგია დღევანდელობასთან არის შერწყმული და საბოლოო ჯამში იქმნება ილუსტრატორის პერსონალური, მკვეთრად სახასიათო სტილი.

ილუსტრატორის ბოლო პროექტი წარმოადგენს კოლაბორაციას მწერალ დევიდ კენიანისთან, სადაც Sophy Hollington-მა ძველი ტაროს  კარტის სიმბოლიკის საკუთარ, ახალ ვერსიაზე იმუშავა წიგნის სიუჟეტის მიხედვით. საბოლოო ჯამში კი, წიგნში შესული ილუსტრაციები მისტიკური სიმბოლიკითა და ავტორისეული ინტერპრეტაციებით საკმაოდ დასამახსოვრებელ, ოდნავ საშიშ და ამავდროულად საინტერესო ვიზუალს ქმნის.

I. The Magician

A post shared by Sophy Hollington (@sophyhollington) on

ვებგვერდი : https://sophyhollington.com/

 

ავტორი: ნინა პატარიძე

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.