fbpx
გააზიარე სტატია

საახალწლო საჩუქრების რეკომენდაციები

მუსიკის მოყვარულთათვის

MH40 Headphones – 0.95 – 399 USD

საკულტო კამერის ბრენდ Leica-ს და master & dynamic-ის საერთო პროდუქტი. კომპანიებმა საკაფსულო კოლექცია შექმნეს, რომლის დიზაინის შთაგონების წყაროა Leica-ს სახელგანთქმული ლინზა Noctilux-M 50 mm f/0.95 ASPH.

 

Mick Rock: The Rise of David Bowie, 1972-1973 –  50 GBP

დევიდ ბოუის ოფიციალური ფოტოგრაფის და კრეატიული პარტნიორის, მიკ როკის ფოტოგრაფიის წიგნი. წიგნი 2015-ში  ბოუისთან შეთანხმებით გამოიცა და მისი ნაწილია საოცარი ფოტოები ბოუის ცხოვრებიდან 1972-73 წლებში, მაშინ როდესაც არტისტი Ziffy Stardust ტურნეზე იყოს წასული.

Grace Jones – 1985 “Slave to the Rhythm” Poster – 275.00 GBP 

გრეის ჯონსის ალბომის – Slave to the Rhythm-ის ოფიციალური პოსტერი 1985 წლიდან.

 

Talking Heads – 1980 ‘Remain in Light’  Poster – 330.00 GBP

ჯგუფი Talking Heads-ის მეოთხე ალბომის  – Remain in Light-ის პრომო პოსტერი 1980 წლიდან. პოსტერის დიზაინი გუნდის ბასისტმა და დრამერმა შექმნეს MIT-ის მედიის ლაბორატორიის გუნდის დახმარებით.

 

Marshall Stockwell Travel Speaker + Stand Set – 200.00 USD

Marshall-ის კომპაქტური ზომის დინამიკი.

 

Omega 100 RIAA BT Turntable Carbon – £699.00 GBP 

Omega 100 RIAA BT turntable აღწერენ, როგორც რეტრო რიტუალს თანამედროვე დიზაინში. ფირსაკრავმა რევოლუცია მოახდიანა საუნდის ტექნოლოგიაში. ის პირველი ფირსაკრავია, რომელსაც შეუძლია Bluetooth-ის ტალღების გადაცემა და ეს საერთოდ არ აისახება ხმის ხარისხზე.

 

დიზაინის მოყვარულისათვის

 

FREDERIC CHAMBRE  – The Impossible Collection of Design: The 100 Most Influential Objects of the Twentieth Century –  650 GBP

ამ განსაკუთრებულ წიგნში დიზაინის ექსპერტის, FREDERIC CHAMBRE-ის მიერ შერჩეული ავეჯის სელექცია იყრის თავს. წიგნში 20  საუკუნის განმავლობაში  შექმნილი საუკეთესო და ინოვაციური დიზაინერული პროდუქტები შედის, მათ შორის: არტ ნუვო, ბაუჰაუსი, არტ დეკო, პოპ არტი, მემფისის სკოლა, ციფრული სამყარო. წიგნი მოგვითხრობს ადამიანის განვითარების ისტორიას ობიექტების საშუალებით.

 

SELETTI – Banana Lamp – 340.00 USD

ბელგიური სტუდიოს დიზაინით  შექმნილი ბანანის ფორმის ლამპა. ლამპა იმეორებს სტუდიოს ბრინჯაოს ბანანის სკულპტურების ფორმას. ლამპები სამ   ვარიანტში გამოდის, თითოეულის სახელი კი ყველასთვის საყვარელ მულტფილმების გმირებს ეძღვნება: Huey, Dewey და Louie.

 

Miniatures Collection by Vitra Design Museum, 1820 – 2008 –  200 USD

Vitra Design Museum-ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ავეჯის დიზაინის კოლექცია აქვს. ორ ათწლეულ წელზე მეტია მუზეუმი კოლექციის  ობიექტების ნაწილის მინიატიურულ რეპლიკებს ამზადებს. მინიატიურული ავეჯის კოლექციაში შედის არა მხოლოდ საუკეთესო ნამუშევრები სხვადასხვა მიმდინარეობებიდან, როგორებიცაა, მაგალითად, ბაუჰაუსი, რადიკალური დიზაინი, პოსტმოდერიზმი, არამედ თანამედროვე დიზაინის ნიმუშებიც.

ავთენტურობის მაღალი დონე დაცულია ბოლო დეტალამდე, მინიატიურები ორიგინალური ზომის –  ⅙-ია და ფერის, მასალის და კონსტრუქციის ზუსტი რეპლიკებია.

 

ხელოვნების მოყვარულებისთვის

 

FRANCIS BACON – Cashmere Throw – 525 EUR 

ქიშმირის პლედი ფრანსის ბეკონის ციტატით: “ხელოვანის ვალია, რომ ყოველთვის გააძლიეროს მისტიკა”. (The job of the artist is always to deepen the mystery).

 

IRVING PENN – Flowers – 70 USD 

წიგნი ირვინ პენის ყვავილების ფოტოგრაფიის კომპილაციაა.

 

William Eggleston’s Guide by JOHN SZARKOWSKI – 45 USD

უილიამ ეგელსონის გიდი იყო პირველი ფერადი ფოტოგრაფიის სოლო გამოფენა ნიუ-იორკის MOMA-ში, ხოლო ეს წიგნი პირველი ფერადი ფოტოგრაფიის გამოცემა – მუზეუმისგან. წიგნმაც და გამოფენამაც საკმაოდ დიდი უთანხმოება და ბევრი დისკუსია გამოიწვია ხელოვნების სამყაროში, მაგრამ ნათელია ის, რომ სწორედ ეს ფოტოების კრებული იყო ერთ-ერთი საწყისი იმისა, რომ ფერადი ფოტოგრაფია შეიჭრა მაღალი ხელოვნების სივრცეებში.

 

Peter Saville – Art of sharing (Found), 2016 – 15 GBP

 

Art of sharing (Found), 2016, პიტერ სევილის მესამე პროდუქცია House of Voltaire-ისთვის. პიტერ სევილი ბრიტანელი ხელოვანი და ლეგენდარული დამოუკიდებელი ლებლის – Factory Records-ის დამაარსებელია. მას შეუქმნია ნამუშევრები Joy Division-ისა და New Order-ისთვის.

 

გურმანთათვის

ედ რუშა – წინსაფარი – 75 GBP 

ედ რუშას დიზაინის წინსაფარი, რომელზედ ხელოვანის ექსკლუზიური  კაქტუსის ომლეტის რეცეპტია გამოსახული. ამ რეცეპტით იწყება არტისტის თითოეული დღე მის სახლში, კალიფორნიაში, რომელიც უდაბნოში მდებარეობს.

 

SUSHI SOCKS BOX – 15 USD 

სუშის ფორმის და პრინტის წინდები.

 

Cocaine and heroin shakers by David Shrigley – 70 USD 

 

დევიდ შრიგლის დიზაინით შექმნილი სამარილე და საპილპილე, რომელსაც კოკაინი და ჰეროინი აწერია.

 

Mastering the Art of French Cooking – 10 USD

ლეგენდარული ამერიკელი მზარეულის, ჯულია ჩაილდის საკულტო წიგნი.

 

Missoni Family Cookbook Book  – 50 USD

დიზაინერული სახლის, Missoni-ის დამაარსებლის ოჯახის რეცეპტების წიგნი. მათი ოჯახი სახელგანთქმული იყო განსაკუთრებული ვახშმებით.  Missoni-ის კრეატიული დირექტორის, ანგელა მისონის შვილი ფრანჩესკო მისონი ოჯახურ რეცეპტებს აგროვებს, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი.

 

მოგზაურობის მოყვარულთაათვის

 

TRAVELS AND EXPERIENCES PANAMA NOTEBOOK – 45 GBP 

Smythson 1887 წლიდან გამოსცემს უმაღლესი დონის საკანცელარიო ნივთებს. მათ პროდუქციას  იაპონიის იმპერატორთა ოჯახები და სხვა მაღალი რანგის პირები იყენებდნენ. ეს ჟურნალი სპეციალურად მოგზაურებისთვისაა განკუთვნილი.

 

Phaidon Wallpaper* City Guides – $12

 

გამოცემა Phaidon-ის საინტერესო გიდები. გამოირჩევა რჩევებით ადგილობრივებისგან. გიდების ფოკუსია არქიტექტურა, ხელოვნება და დიზაინი. თითოეულ გამოცემაში 50 ფოტოა.

 

LEICA Sofort Instant Camera – 229.16 GBP 

LEICA-ს Instant კამერას რამდენიმე საინტერესო ოფცია აქვს, მაგალითად: Party and People, Sport and Action და Selfie.

 

შეყვარებულთათვის

 

ANAIS NIN – Little Birds – 8.46 GBP

ფრანგი-ამერიკელი მწერლის, ანაის ნინის ეროტიკული მოთხრობების კრებული. წიგნში 12 ისტორია შედის, თითოეულის მთავარი თემა ვნებაა.

 

BELLA FREUD – Close to my heart eau du parfum – 95.00 GBP 

Bella Freud-ის სუნამო Close to my heart. სუნამოს მთავარი ნოტები ნეროლი (ციტრუსი) და ტუბეროზის აბსოლუტური ზეთია.

 

FRANCESCA GAVIN – The Book of Hearts – 14.95 USD 

გული უნივერსალური სიმბოლოა. წიგნში ამ ფორმის სხვადასხვა ინტერპრეტაციებს და საინტერესო მაგალითებს შეხდებით. წიგნი იღებს გულის ფორმას, როგორც სიმბოლოს და მის სხვადასხვა ინტერპრეტაციებს.

 

NEVER TEAR US APART Rojo Drop Earrings – 110.00 USD 

ხელნაკეთი სამკაული. საყურის შთაგონების წყაროა ჯგუფ INXS-ის სიმღერა Never Tear Us Apart.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
ქართული Vintage & მეორადი ონლაინ მაღაზიები

ქართული Vintage & მეორადი ონლაინ მაღაზიები

ქართული Vintage & მეორადი ონლაინ მაღაზიები
Hammock Magazine გთავაზობთ ტანსაცმლისა და აქსესუარების რამდენიმე ონლაინ მაღაზიას, საიდანაც საინტერესო ნივთების შეძენას არცთუ ისე მაღალი ბიუჯეტითაც მოახერხებთ.
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.