გააზიარე სტატია

იუნი იოშიდას პიქსელური სკულპტურები

იაპონელი  ხელოვანი და დიზაინერი იუნი იოშიდა ტოკიოში დაიბადა. იოშიდას  მრავალ განსხვავებულ სფეროში უმუშავია, როგორებიცაა რეკლამა, პროდუქტებისა და წიგნების დიზაინი, მაღაზიების რეკლამირება და ა.შ.  

იოშიდა საკმაოდ სახელგანთქმულია თავისი სურეალისტური სტილის ნამუშევრებით, რომლებიც ხშირად ყოველდღიურ ნივთებსა თუ მოვლენებს დივერსიულ, არარეალურ სიტუაციებში წარმოაჩენს. არტისტის თქმით, მისი  მიზანია ყოველდღიური მოვლენებისა და ქმედებების სურეალისტური ილუზიები ისე დაფაროს, რომ მაყურებლების ყურადღება მიიქციოს. „მინდა ისეთი ნამუშევრები შევქმნა, რომ ერთი შეხედვით საინტერესო იყოს, მაგრამ მხოლოდ  გულმოდგინე დაკვირვების შემდეგ შეძლოს დამთვალიერებელმა მათში უფრო მეტი აღმოაჩინოს, ღრმა ჩანაფიქრი დაინახოს. იმედი მაქვს, ჩემი ასეთი შემოქმედება მათთვის ინსპირაცია იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში“ – ამბობს იუნი.

სწორედ ამ არტისტს ეკუთვნის სურეალისტური გამოფენა, სადაც სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი ნახევრად პიქსელების სახითაა წარმოდგენილი.

არტისტის მიზანი არ არის  ფერად-ფერადი პიქსელების გამოყენებით საჭმლის იდენტურობის დაფარვა, არც ბურგერის აგებულების სიზუსტის ჩვენება.  უბრალოდ, იოშიდამ აიღო ხილი, ბოსტნეული, ბურგერი და მათი ბუნებრივი ფერების რეკონფიგურაციით წარმოადგინა მათივე ზომის კუბებში. ერთი შეხედვით სურათი ფოტოშოფირებული გეგონებათ, მაგრამ ყურადღებით დაკვირვების შემდეგ ნათელი ხდება, რომ თითოეული კუბი ხელითაა გამოჭრილი სხვადასხვა პროდუქტისაგან.

ავტორი: კატო სუპატაშვილი


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.