fbpx
გააზიარე სტატია

Yves Saint Lauren-ის პრეზერვატივები

ცნობილი მოდის სახლების ბრენდირებული პრეზერვატივები სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს.  ალბათ ყველას გვახსოვს Marc Jacobs-ის, Alexander Wang-ისა და Vetement-ის მიერ შექმნილი პრეზერვატივები. ამიერიდან მათ რიცხვს  Yves Saint Lauren-იც შეუერთდება, რომელმაც ახალი პრეზერვატივები სულ რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა. მათი შეძენა მხოლოდ პარიზში, კონცეპტუალურ მაღაზია Rive Droite-ში იქნება შესაძლებელი და ის ექვსი სხვადასხვა დიზაინით, მათ შორის შავ-თეთრი პატერნებით, ლეოპარდის პრინტით, ოქროსფერი შეფუთვით და,  რა თქმა უნდა, YSL-ის ლოგოთი გაიყიდება.

 ბრენდმა ამ ყველაფრის პარალელურად ახალი კამპანიაც  წამოიწყო სახელწოდებით Love Affair, რომელიც ცნობილმა ფოტოგრაფმა იურგენ ტელერმა გადაიღო. რაც შეეხება პრეზერვატივების ფასს, ის ორ ევროს შეადგენს და ექსკლუზიურად მხოლოდ Rive Droite-შია წარმოდგენილი. 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.