fbpx
გააზიარე სტატია

უცხოელი სპიკერები, რომლებიც თბილისის თხრობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგებიან

თბილისში 20 ივნისიდან ორი დღის განმავლობაში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება, სადაც დაინტერესებულ მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა ფოტოგრაფიის, ჟურნალისტიკის, მოდისა თუ პარფიუმერიის სფეროში ყველაზე გამოცდილი და წარმატებული პროფესიონალებისგან საჭირო რჩევები და გამოცდილება მიიღოს. საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები Impact Hub Tbilisi და Coda Story არიან.  თიბისი სტატუსის, თბილისის მერიის, ვინდფორსის, ამერიკის საელჩოს, “აჭარა ჯგუფის”, “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს”,  “ფაბრიკას” და „ლუტეციას“ მხარდაჭერილ ღონისძიებაზე ისეთი ცნობილი სპიკერები წარდგებიან, როგორებიცაა  Warner Bro-ს ვიცე-პრეზიდენტი ქეით ადამსი, Vogue 73 Question-ის ავტორი ჯო საბია და  ფოტოსააგენტო „მაგნუმის“ პრეზიდენტი ტომას დვორჟაკი, ასევე ფესტივალის მონაწილეებს შორის იქნებიან  BBC-ის, New York Times-ის, The Guardian-ის,  The New Yorker-ის, The Time-ის  და სხვა წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებიც.

ჟურნალი Hammock წარმოგიდგენთ რამდენიმე უცხოელ სპიკერს, რომლებიც  ZEG-ის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგებიან.

ქეით ადამსი

ქეით ადამსი კინოკომპანია Warner Bros-ის ვიცე-პრეზიდენტია, ის კომპანიას 8 წლის წინ ასისტენტის პოზიციაზე შეუერთდა, თუმცა დროთა განმავლობაში შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი, შემდეგ კი მთლიანად კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ქეითი, როგორც შემოქმედებითი დირექტორი, მუშაობდა ისეთ პროექტებზე, როგორებიციაა – ჯეფ ნიკოლსის  Midnight special, შეინ ბლეიქის The nice guys და გაი რიჩის King Arthur. თბილისის ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში  ქეითი მსმენელის წინაშე ჯო საბიასთან ერთად დისკუსიით – From Iphone to IMAX: What Will Entertain Us – „ფაბრიკაში“ 21 ივნისს წარდგება.

ჯონ ლი ანდერსონი

ჯონ ლი ანდერსონი ამერიკელი საგამოძიებო ჟურნალისტი, ომის კორესპონდენტი და  ჟურნალ The New Yorker-ის ავტორია. მისი ჟურნალისტური კარიერა 1979 წელს პერუში დაიწყო, მაშინ როდესაც ნიკარაგუას, გვატემალას და ელ სალვადორის კონფლიქტის შესახებ ჟურნალი Time-ისთვის მუშაობდა. გარდა ჟურნალისტური კარიერისა, ის ასევე უამრავი  წიგნის ავტორია, ამჟამად კი ფიდელ კასტროს ბიოგრაფიულ წიგნზე მუშაობს. ის ასევე მონაწილეობდა მრავალი დოკუმენტური ფილმის შექმნაში, მსოფლიოს ისეთი წერტილებიდან, როგორებიცაა – პანამა, ბოსნია, ბოლივია და სხვა. თბილისის ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მსმენელი ჯონ ლი ანდერსონს  დისკუსიაში – Writing on a place იხილავს.

ალექს ბერდი

ალექს ბერდი უკვე 10 წელზე მეტია, რაც განათლების სფეროში მოღვაწეობს. მისი წიგნი Natural Born Learners არის ერთგვარი გზამკვლევი სწავლების განვითარების და  ტრანსფორმაციის შესახებ. ინგლისური ენის მასწავლებლობის შემდეგ, სანამ გლობალურ ქსელ Teaching For All-ს შეუერთდებოდა, ალექსმა მაგისტრის ხარისხიც მიიღო. ის ძალიან ხშირად მოგზაურობს, იძენს სხვადასხვა სახის გამოცდილებას, რაც შემდგომ, მისი აზრით, სწავლების მომავალს პოზიტიური კუთხით შეცვლის.  ალექსს თავისი გამოცდილება არაერთხელ გაუზიარებია ისეთი გამოცემებისთვის, როგორებიცაა: Guardian, Financial Times, Evening Standard, Independent და  Wired. „ფაბრიკის“ მთავარ სცენაზე ალექს ბერდის აარონ რასმუსენთან ერთად დისკუსიაში – Lesson for the Future  – 21 ივნისს მოვუსმენთ.

ჯო საბია

ჯო საბია The Vogue-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიის „73 Question-ის“ ავტორია. მან თავისი კარიერა HBO-ში დიჯითალ ლაბორატორიის დამფუძნებლის თანამდებობიდან დაიწყო, 2010 წელს ის TED Talk-ის სპიკერი გახდა, გარდა ამისა ჯო  Conde Nast Entertainment-ის შემოქმედებითი განვითარების ვიცე-პრეზიდენტიცაა. მას აქამდე ისეთი კომპანიებისთვის შეუთავაზებია საკუთარი იდეები და ვიდეონამუშევრები, როგორებიცაა: Google, CFDA Fashion Awards, Interscope Records, BBC America, Comcast და სხვ.

აარონ რასმუსენი

აარონ რასმუსენი ამერიკული სერიალის,  Entrepreneur-ის ავტორი და თამაშების დიზაინერია. ის არის აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგანმანათლებლო პლატფორმის, MasterClass-ის თანადამფუძნებელიც, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია სხვადასხვა სფეროს ცნობილი პროფესიონალებისგან მათ ცოდნასა და  გამოცდილებაზე დაყრდნობით ყველაზე საჭირო რჩევები მიიღოს.

ნადია ბერდი

ნადია The Calvert Journal-ის მთავარი რედაქტორია. ჟურნალის, რომელიც ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების კულტურაზე და ფოტოგრაფიაზეა ორინტირებული. ის ასევე იყო The independent-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი და The Telegraph-ის უცხოური ამბების რედაქტორი. მისი სტატიები გამოქვეყნებულია გამოცემებში – Reuters, the Guardian, the LA Review of Books და სხვ.

პიტერ პომერანცევი

პიტერ პომერანცევი მწერალი, ჟურნალისტი და პროდიუსერია. თანამშრომლობს ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა: the Atlantic, the London Review of Books  და BBC. გარდა ამისა, ის ავტორია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნისა  არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია“, რომელიც თანამედროვე რუსეთში  არსებულ რეალობას ეხება. პიტერ პომერანცევის ამ გახმაურებულმა წიგნმა ჟურნალ Guardian-ის პრემიაც მიიღო და დღემდე უამრავ ენაზე ითარგმნა. პიტერ პომერანცევს მოვუსმენთ “ფაბრიკაში”  22 ივნისს ჯონ ლი ანდერსონთან დისკუსიისას თემაზე – Art of the Longform. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს ნატა ფერაძესთან და შონ უოლკერთან ერთად გამართულ დისკუსიაშიც.

ტომას დვორჟაკი

ტომას დვორჟაკი დღეს  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ფოტოგრაფია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს ცხელ წერტილებში: ჩეჩნეთში, ერაყში, მაკედონიაში, პაკისტანში, ირანში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. მისმა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ფოტოსერიამ – Fall of Grozny – მრავალი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა, თუმცა გარდა კონფლიქტური ზონებისა, ის პარალელურად  ასევე მოდის ფოტოგრაფიაშიც მუშაობდა. ტომას დვორჟაკი 2004 წელს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოსააგენტოს,  „მაგნუმის“ წევრი გახდა, 2017 წელს კი მის პრეზიდენტად აირჩიეს.

დევიდ ოუენი

დევიდ ოუენი 2009 წელს დაარსებული IDEA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. კომპანიამ მოღვაწეობა  ვინტაჟური ხელოვნებისა და მოდის შესახებ გამოცემული წიგნებით დაიწყო. დროთა განმავლობაში სოციალური ქსელების მეშვეობით ის ძალიან ცნობილი გახდა, დღეს კი კომპანია წიგნებს ისეთ მოდის სახლებთან და არტისტებთან კოლაბორაციით გამოსცემს, როგორებიცაა: Gucci, Vetements, Willy Vanderperre, Palace Skateboards და სხვ. გარდა წიგნებისა,  IDEA ამზადებს მაისურებისა და ჩანთების კოლექციებსაც.  დევიდ ოუენი “ფაბრიკის” მთავარ სცენაზე ირენა პოპიაშვილთან და თომას დვორჟაკთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგება თემით – The Art of Curation. ის ასევე საინფორმაციო სესიას გამართავს IDEA BOOKS-ის შესახებ.  

შონ უოლკერი

შონ უოლკერი The Guardian-ის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის კორესპონდენტია. ის ათ წელზე მეტი მოსკოვში მოღვაწეობდა, ავტორია წიგნისა The Long Hangover: Putin’s New Russia and the Ghosts of the Past. შონ უოლკერი დღეს Coda Story-ის ერთ-ერთი კონტრიბუტორია.

ავტორი : გვანცა ჩანადირი

 


რეკომენდებული სტატიები
John Riepenhoff – Handler – ინტერვიუ Project Artbeat-ის თანადამფუძნებელ ნათია ბუკიასთან

John Riepenhoff – Handler – ინტერვიუ Project Artbeat-ის თანადამფუძნებელ ნათია ბუკიასთან

John Riepenhoff – Handler – ინტერვიუ Project Artbeat-ის თანადამფუძნებელ ნათია ბუკიასთან
პირველ ივნისს გალერეა Project Artbeat-ში ამერიკელი ხელოვანის, ჯონ რიფენჰოფის სერია Handler გაიხსნა, რომლის ხილვასაც დამთვალიერებელი 25 აგვისტომდე შეძლებს
დავით კაკაბაძე 130 – ინტერვიუ პროექტის ავტორ ნინა ახვლედიანთან

დავით კაკაბაძე 130 – ინტერვიუ პროექტის ავტორ ნინა ახვლედიანთან

დავით კაკაბაძე 130 – ინტერვიუ პროექტის ავტორ ნინა ახვლედიანთან
თიბისი ბანკი დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, დავით კაკაბაძე–130-ს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ხელოვანისა და მეცნიერის რეტროსპექტული გამოფენა და მულტიმედია პროექტი GAMMA ვიხილეთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.